„2020 წელს, შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი-მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 1 იანვრიდან შექიმნა სსიპ. შრომის ინსპექციის სამსახური-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, გაიზარდა შრომის პიროებების ინსპექტირების ინტენსიურობა/დარღვევების გამოვლენის სიხშირეც და რეაგირებაც. კერძოდ, სამსახურისათვის გაზრდილი მანდატი აისახა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შემცირების მაჩვენებლები:
2021 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 29%-ით შემცირდა.