საქართველოდან დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი 32%-ით შემცირდა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ $53.2 მილიონის ოქრო (1.65 ტონა) გაყიდა.
ქართული ოქროს მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სადაც წელს $50.5 მილიონის ძვირფასი ლითონი (1.56 ტონა) გაიყიდა. $1.5 მილიონის ექსპორტი განხორციელდა გერმანიაში. მიმდინარე წლის 10 თვეში ქართული ოქრო ასევე შეისყიდეს არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ($916 ათასი) და თურქეთმა ($241 ათასი).
businessformula.ge