წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

access_time2023-01-16 14:15:48

„თიბისი კაპიტალში“ საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინი აქვთ, ამჟამინდელი საბაზო სცენარით ორგანიზაციაში 2023 წელს ეკონომიკის 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.


„2023 წლის ეკონომიკის ზრდის ჩვენი ადრინდელი პროგნოზი აწევის მიმართულებით გადაიხედება. საამისო არგუმენტებია მიგრაციის ეფექტის ჩათვლით ტურიზმის მნიშვნელოვანად უკეთესი მოლოდინი, ზრდის სეზონური ფაქტორების გადახედვა, რაც ე.წ. საბაზო ეფექტზე არსებით ზეგავლენას ახდენს და ასევე, გლობალური ეკონომიკური აქტივობის კუთხით გარკვეულწილად მაინც გაუმჯობესებული შეფასებები.



დეკემბერში საგარეო ვაჭრობის ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ექსპორტის მაღალი ზრდის აღდგენაა. ასევე, პოზიტიურია, რომ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სებ-ის წმინდა სავალუტო რეზერვები. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ წლის განმავლობაში ლარის კურსზე არა მხოლოდ შემოდინებებისა და სავალუტო რეზერვების დონე, არამედ ლარის საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით და ასევე, ინფლაციის მოლოდინი იმოქმედებს. საშუალო კურსის მხრივ, საყურადღებოა, რომ ევროს გამყარება გრძელდება. წარსული დინამიკიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ევროს გამყარება ლარის გამყარებასაც იწვევს, თუმცა არა თანაბარზომიერად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემდგომი გამყარება სწორედ საბაზო სცენარია, თავისთავად არაა გამორიცხული საერთაშორისო მასშტაბით მოვლენათა უფრო სტრესული სცენარით განვითარება, რაც უკვე მყარი დოლარის არგუმენტია. რა შეგვიძლია ვთქვათ სავალუტო რისკის აღებისას ევრო/დოლარის შესაძლო ოპტიმალური კომპოზიციის კუთხით? აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ჩვენი ადრინდელი შეფასებები დიდწილად კვლავ ძალაშია. საკუთრივ, სადღეისოდ დივერსიფიცირება ისევ ოპტიმალური მოჩანს, დაახლობით იმ სტრუქტურით, რაც პუბლიკაციის სრულ ვერსიაში არსებულ გრაფიკზეა ასახული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პორტფელში ლარის თუნდაც შედარებით მცირე წილი, როგორც სესხების კუთხით რისკის შემცირების, ასევე დეპოზიტების მხრივ უკუგების გაზრდის მნიშვნელოვანი არგუმენტია“, — აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up