მიმდინარე წლის I-III კვარტლების განმავლობაში საქართველოში 11 136 ხანძარი დაფიქსირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდში ხანძრებს 44 ადამიანი ემსხვერპლა, ტრავმირებულთა რაოდენობამ კი 148 შეადგინა.
გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში 21.8%-ით მეტი ხანძარის შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-ით, ხოლო ტრავმირებულთა რაოდენობა 26-ით გაიზარდა.
ხანძრების შედეგად განადგურებული შენობა-ნაგებობების რაოდენობა წელს 12-ით 342-მდე გაიზრდა, დაღუპულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ოდენობა კი 28-მდე შემცირდა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო 10 წელიწადში ტყის ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2017 წელს მოხდა და 15 222 შეადგინა.