წელს თბილისის აეროპორტი 3 მლნ მგზავრს მოემსახურა - TAV Georgia

წელს თბილისის აეროპორტი 3 მლნ მგზავრს მოემსახურა - TAV Georgia

access_time2022-12-26 23:20:35

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ 2022 წელს თბილისის აეროპორტი 3 მლნ მგზავრს მოემსახურა. მისივე თქმით, აეროპორტს გაუჭირდება 2023 წელს პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 


„წელი ნორმალურად დავასრულეთ. ვერ ვიტყვით რომ ძალიან კარგად, იმიტომ რომ სხვადასხვა მოვლენამ, თუნდაც უკრაინის ომმა ძალიან დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე. თბილისში შევძელით დაგვებრუნებინა 2019 წლის მაჩვენებლის 81%, ხოლო - ბათუმში 98%. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს თბილისის აეროპორტი 3 მლნ მგზავრს მოემსახურა, ხოლო ბათუმის აეროპორტი - 615 ათასი მგზავრს.

 

 

რა თქმა უნდა, ეს ის მაჩვენებელი არ არის, რასაც ველოდით, მაგრამ ძალიან კარგია და ვფიქრობთ 2023 წელი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე 2022 იყო. გვაქვს არაერთ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკება, რაზეც საუბრისგან თავს შევიკავებ, სანამ საბოლოო შეთანხმებას არ მივაღწევთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოთხ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ძალიან გვეხმარება სახელმწიფო და თავად მთავრობებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა ისეთი რეისები დაინიშნოს, რაც თბილისიდან არ შესრულებულა ეს არის უფრო აზიისა და ევროპის Point to Point მიმართულებები”, - აცხადებს ზაქარაძე.

 

 


„მომავალ წელს ველოდებით თუნდაც 100 ავიაკომპანიას და ბოლომდე მზად ვართ ამისთვის, - დასძინა მან.

 

 

ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს ბაზარზე ბრუნდება

 

 

თეა ზაქარაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის Master Plan-ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ვფიქრობთ, იანვარში შეგვეძლება მთავრობას წარვუდგინოთ. რაც შეეხება ბათუმის აეროპორტის Master Plan-ს, თებერვალში ისიც მზად იქნება, - განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.

 

 

 

 

bm



თეგები:
TAV Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up