ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე. ამის მიზეზი „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეა.
ამ რეკომენდაციის მიღება „ომიკრონის” ქვეტიპის XBB.1.5-ის აშშ-ში სწრაფად გავრცელების გამო გახდა საჭირო. ექსპერტების ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი მცირე რაოდენობით, მაგრამ სწრაფად ვრცელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა რეკომენდაციია, რომ მგზავრებმა ხანგრძლივი ფრენების დროს ატარონ პირბადე. მათი თქმით, ეს რეკომენდაცია უნდა გაიცეს ყველა მგზავრისთვის, რომელიც იმ ქვეყნებში მოგზაურობს, სადაც „კოვიდ-19“ ფართოდ ვრცელდება.
reuter.com