WHO-ს უკვამლო მოწყობილობების წინააღმდეგ მიმართული განცხადება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს

WHO-ს უკვამლო მოწყობილობების წინააღმდეგ მიმართული განცხადება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს

access_time2021-07-29 15:00:57

ბრიტანელი ჯანდაცვის ექსპერტები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო მილიონობით ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში დებენ ბრალს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times.  

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯანდაცვის კომიტეტის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტები მწეველის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია და შეიძლება ახალგაზრდებს შორის თამბაქოს მოხმარების დაწყების წახალისება გამოიწვიოს.

 

ჯანმო ახალ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მსოფლიოში მრავალი ქვეყანა “სათანადოდ არ ახდენს ნიკოტინისა და თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულირებას”. გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თამბაქოს კონტროლის მინიმუმ ერთი რეკომენდაციის იმპლემენტაციის შედეგად ქვეყნების სამი მეოთხედი და 5.3 მილიარდი ადამიანი  არის დაცული. ასევე, დოკუმენტში წერია, რომ გატარებული ინიციატივების შედეგად, მსოფლიოში 15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში მოწევის ინიცირების მაჩვენებელი 12 წელიწადში, ანუ 2007 წელს არსებული 22,7%-დან 2019 წელს 17,5%-მდე შემცირდა.

 

მათივე განცხადებით, მწეველთა მიერ უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა საფრთხეს უქმნის თამბაქოს რეგულაციებისა და მოხმარების შემცირების პროცესში მიღწეულ პროგრესს.

 

“ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას წარმოადგენს. ამიტომ, ნიკოტინის მიმწოდებელი ელექტრონული მოწყობილობები ზიანის შემცველია და საჭიროა მათი უკეთ რეგულირება”, - ამბობს დოქტორ ტედროს ადამონ გებრეისუსი, ჯანმოს გენერალური დირექტორი.

 

ჯანმოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნიუ-იორკის ყოფილი მერი და ფილანთროპი მაიკლ ბლუმბერგიც ეხმიანება, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიისა და ინოვაციური ელექტრონული მოწყობილობების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

 

“მსოფლიოში ტრადიციული სიგარეტის გაყიდვების შემცირების შედეგად, თამბაქოს ინდუსტრიამ დაიწყო ნიკოტინის მიმწოდებელი ახალი პროდუქტების - ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მარკეტინგი. ისინი ლობირებენ მთავრობებს, რათა შეამსუბუქონ მოწყობილობებზე დაწესებული რეგულაციები”, - ამბობს მაიკლ ბლუმბერგი.

 


მისივე განცხადებით, ინდუსტრიის მთავარ მიზანს არა მწეველთათვის მოყენებული ზიანის შემცირება, არამედ ახალ თაობაში ნიკოტინზე დამოკიდებულების განვითარება წარმოადგენს.

 

ჯანმოს მიერ გატარებული ინიციატივების მიუხედავად, დღეს მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება.

 

ჯანმოსგან განსხვავებული მიდგომა აქვს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ადმინისტრაციას და ამ პოზიციას ჯანდაცვის ექსპერტებიც იზიარებენ. დიდი ბრიტანეთის მკვლევარები აღიარებენ ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო სარგებელს.

 

“უდავოა, რომ საუკეთესო არჩევანს ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სცადეს მოწევისთვის თავის დანებება და არ გამოუვიდათ, მათთვის საუკეთესო არჩევანია, გადავიდნენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას”, - ამბობს მარტინ დოკრელი, Public Health England-ის თამბაქოს კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 50 000 ადამიანი ანებებს თავს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

 

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

 

“ჯანმო ცდილობს, აიძულოს სახელმწიფოები, დააწესონ მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები ნიკოტინის შემცველ, შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებზე. ეს არის უპასუხისმგებლო და ალოგიკური ქმედება, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ფატალური შედეგების წინაშე დააყენებს”, - ამბობს გერი სტიმსონი, სამეფო კოლეჯის ემერიტუსი პროფესორი. 

 

ნოტინგემის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის ემერიტური პროფეროსი, ჯონ ბრიტონი კი აღნიშნავს, რომ ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ ორგანიზაციას ჯერ კიდევ არ ესმის ის ფუნდამენტური განსხვავება ტრადიციული მოწევის გაგრძელებასა და ნიკოტინზე დამოკიდებულებას შორის.

 

“ტრადიციული მოწევა ყოველწლიურად მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს, ნიკოტინის მოხმარება კი - არა”, - ამბობს ჯონ ბრიტონი.

 

პროფესორის განმარტებით, ჯანმოს ჰიპოკრატიული მიდგომა ახასიათებს - ორგანიზაცია მოუწოდებს ნიკოტინის შემცველი პლასტერების გამოყენებისკენ იმისათვის, რომ მოხდეს მოწევისთვის თავის დანებების ხელშეწყობა, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნიკოტინის შემცველი ელექტრონული მოწყობილობების კომერციალიზაციას. 

 

“ჯანმო კრძალავს ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც ნიკოტინის პლასტერების მსგავსი პრინციპით, შედარებით უფრო ეფექტურად ახერხებს, დაეხმაროს ტრადიციული თამბაქოს მომხმარებლებს, შეწყვიტონ ტრადიციული თამბაქოს მოხმარება”, - ამბობს ჯონ ბრიტონი.

 

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა ადასტურებს, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ ახდენს მოწევის ინიციაციისა და ნიკოტინზე დამოკიდებულების გაჩენის ხელშეწყობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს 11-18 წლის ასაკის ახალგაზრდების მხოლოდ 4.1% მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს. თუმცა, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების რეგულარული მოხმარების მაჩვენებელი არასრულწლოვანთა შორის კვლავ დაბალია - გამოკითხულთა მხოლოდ 3.3%-ს ჰქონდა გასინჯული ელექტრონული სიგარეტი, 0.2% მოიხმარდა მას კვირაში რამდენჯერმე და გამოკითხულთაგან მხოლოდ 1 არასრულწლოვანი მოიხმარდა მოწყობილობას ყოველდღიურად.

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up