„წინა წელთან შედარებით პრემიუმ კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა 44% - ით არის  გაზრდილი“ - GT motors

„წინა წელთან შედარებით პრემიუმ კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა 44% - ით არის გაზრდილი“ - GT motors

access_time2022-11-22 15:50:36

„წინა წელთან შედარებით პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვა 44% - ით გაიზარდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ GT motors- ში უთხრეს.


„2022 წლის 10 თვის მონაცემებით პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვა 2021 წლის მთლიან  წელთან შედარებით 44%-ით არის გაზრდილი. მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, განსაკუთრებით პრემიუმ ბრენდებზე და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ავტომწარმოებელთან, რათა მომხმარებელს სასურველი მოდელი დროულად მივაწოდოთ“- აცხადებენ GT motors - ში

 

1-ელი  სექტემბრიდან GT motors მსოფლიოში წამყვანი საავტომობილო ბრენდებს, BMW-სა და MINI-ს საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ BMW და MINI საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდებია.

 

„მას შემდეგ რაც ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები გავხდით, გაზრდილი მოთხოვნა განსაკუთრებით ვიგრძენით. პირველ ეტაპზე მივიღეთ BMW-ს ექსკლუზიური მოდელი, M5 CS, რომელიც ბრენდმა ლიმიტირებული რაოდენობით აწარმოა და მსოფლიოში მხოლოდ 1000 ერთეული არსებობს, ჩვენ კი ქართველი მომხმარებლისთვის 9 ერთეულის ჩამოყვანა შევძელით , რაც ჩვენი რეგიონისთვის საოცარი მაჩვენებელია. ამ მოდელის უნიკალურობიდან გამომდინარე მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო და უკვე ყველა მათგანი გაყიდულია“, - აცხადებენ GT motors - ში.





BMW-სა და Mini-ს დროებითი შოურუმი 2023 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება, რომელიც . აღმაშენებლის ხეივანზე N216 -ში GT Group-ის შენობაში იქნება განთავსებული. მათვე ცნობით პარალელურად გერმანელი არქიტექტორები ახალი შოურუმის პროექტზე უკვე მუშაობენ, შოუ რუმი სავარაუდოდ 2024 წელს გაიხსნება.


კომპანიაში ამბობენ. რომ აღნიშნული მოდელების მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან.  თუმცა, კომპანიის მიერ საქართველოში წარმოდგენილი ბრენდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ინტერესდებიან.




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up