წინა წელთან შედარებით გაყიდვებმა მოლოდინებს გადააჭარბა -  მეჰმედ მელექი

წინა წელთან შედარებით გაყიდვებმა მოლოდინებს გადააჭარბა - მეჰმედ მელექი

access_time2022-09-15 19:00:55

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მიმდინარე წელი ტექნიკის გაყიდვის კუთხით დადებითი ტენდენციაა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 15% -ით არის გაზრდილი. რაც  შეეხება ფასებს, მეჰქმედ მელქი ამბობს, რომ წლის განმავლობაში ფასების დაკორექტირდება რამდენჯერმე მოუწიათ.

 

„გაყიდვების კუთხით წელი ძალიან კარგად მიდის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 15%-ით გვაქვს გაზრდილი, რამაც მოლოდინებს გადააჭარბა. პანდემიამდელ მეჩვენებელს ჩვენ 2021 წელს დავუბრუნდით, ხოლო წელს უკვე გადავაჭარბეთ.

 

რაც შეეხება ფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს ბაზარზე ყველაფერი გაძვირდა, ფასების დაკორექტირება რამდენჯერმე მოგვიწია.

 

„გაძვირებულია არმატურა, ჟეშტი, გადაზიდვები და ა.შ. ეს ყველაფერი კი ფასზე ყოველთვის აისახება, წლის დასაწყისში ტექნიკაზე  ფასი 3-4%  ით გაიზარდა შემდეგ კიდევ მოგვიწია გაძვირება, მაგრამ 15 აგვისტოს  შემდეგ, როდესაც ლარმა გამყარება დაიწყო ფასები ჩვენც დავწიეთ, რითაც ფასნამატის დარეგულირება მოვახერხეთ“, - აღნიშნა მეჰმედ მელექმა.



25 ოქტომბერს  Beko - ს  საქართველოში 25 წელი უსრულდება, იუბილეს  Beko გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნავს. მანამდე კი ორ ახალ  ფილიალს  ზუგდიდში და სამტრედიაში გახსნის.


„ჩვენ არ ვჩერდებით, სხვადასხვა რეგიონებში ყოველთვის ვეძებთ პარტნიორებს,  ახალ სავაჭრო წერტილებს და ახალ მაღაზიებს ვამატებთ, ამ კვირის ბოლოს ზუგდიდში Beko-ს ახალი მაღაზია გაიხსნება. ასევე მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ სამტრედიაშიც. ზოგადად ვფიქრობ, რომ რეგიონებში ძალიან ძლიერები ვართ და საკმაოდ მაღალი გაყიდვები გვაქვს“,  - აღნიშნა მეჰმედ მელექმა.


Beko 25 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე  ოპერირებს, დღეის  მდგომარეობით  კომპანიას  საქართველოს მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილი აქვს, აქედან 77 მაღაზიაა.

 



თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up