წინაპირობები არის იმისათვის, რომ ხორბლის ფასი ძირს წამოვიდეს - ლევან სილაგავა “ხორბლის დერეფანზე“

წინაპირობები არის იმისათვის, რომ ხორბლის ფასი ძირს წამოვიდეს - ლევან სილაგავა “ხორბლის დერეფანზე“

access_time2022-07-18 14:00:43

მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოება და ხორბლის ფასების სტაბილურობა დიდადაა დამოკიდებული უკრაინიდან ხორბლის გამოტანაზე, რაც თავის მხრივ რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს ოთხმხრივ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ოთხმხრივი შეხვედრა გასულ კვირას თურქეთში უკვე შედგა, საიდანაც დამაკმაყოფილებელმა „მესიჯებმაც“ გამოჟონა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე გაფორმდება.


ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა 19 ივლისს იგეგმება, სადაც „ხორბლის დერეფნის“ შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.


საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ დადებითი გადაწყვეტილების მიღება მოხდება და ბაზარიც დასტაბილურდება.


„სამშაბათს იგეგმება ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება, უკრაინიდან ხორბლის გამოტანის თემა. შესაბამისად მთელი მსოფლიოს ყურადღება და იმედი ახლა ამ შეხვედრაზეა დამყარებული. როდესაც ასეთი საკითხი შედის პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ყოველ შემთხვევაში დიდი ალბათობით.


მსოფლიო უკვე იმყოფება იმ მიჯნაზე, რომ ხორბლის საცავები უნდა განთავისუფლდეს, რათა მიღებული იქნეს ახალი ხორბალი. თუ ხორბლის გამოტანა არ მოხდა, შესაბამისად ახალი ხორბალი ვერ დაბინავდება და გაფუჭდება.



ჩვენი მარკეტინგული წელი იანგარიშება ივნისიდან ივნისამდე და ამ პერიოდში ხორბალი გაძვირებულია 40%-ით და მეტით, თუმცა ჩვენს რეგიონში ხორბალი უფრო მეტადაა გაძვირებული. ოლო ტრენდი იყო ხორბლის ფასის შემცირების, თუმცა ეს გამომდინარეობს იქედან, რომ არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის თემა გადაწყდება და ხორბლის გამოტანა მოხერხდება. ეს დადებითი მოლოდინები ასახვას პოვებს ხორბლის ფასზეც. თუ ხორბლის დერეფნის საკითხი დადებითად გადაწყდება მოლოდინი არსებობს, რომ ხორბლის ფასი კიდევ უფრო ძირს წამოვა“, - განმარტავს სილაგავა.


დღეისათვის საქართველოს ტონა ხორბლის შეძენა 360 დოლარი უჯდება, რაც საკმაოდ ძვირია და არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ხორბლის იმპორტი დღეს მინიმუმდეა დასული. მთავარ პრობლემას კი ამ მიმართულებით რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის გამოტანაზე სხვადასხვა დაბეგვრის რეჟიმი არსებობს.


„ეს ფაქტორი ყველაზე მოქმედებს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უახლოესი მეზობლები ვართ, ეს ფაქტორი ჩვენზე უფრო მკაფიოდ აისახება. დღეს ისევ აზრი არ აქვს ხორბლის შემოტანას. თუმცა გარკვეული წინაპირობები არის იმისათვის, რომ ხორბლის ფასი ძირს წამოვიდეს, მაშინ მცურავი ბაჟიც შემცირდება. თუ ფქვილზე ნულოვანი დაბეგვრა შენარჩუნდება და ხორბალზე ეს მცურავი ბაჟი 30 დოლარზე ჩამოვა, მაშინ ღირს გამოტანა. ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენციაში შევალთ. ეს არის ყოველკვირეული ბაჟი, რომელიც სპეციალური ფორმულით იანგარიშება და მიბმულია მსოფლიო ბაზრის ფასებთან.


ანუ ისევ მსოფლიო ფასებიდან გამომდინარე რუსეთში მცურავი ბაჟი ხორბალზე იცვლება ყოველკვირეულად. დღეს მცურავი ბაჟი ტონა ხორბალზე 90 დოლარის ფარგლებშია, ხოლო ფქვილზე არის 0. თუმცა თუ ჩამოვა 30 დოლარის ფარგლებში, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ ხორბლის შემოტანაზე და წისქვილკომბინატების ამოქმედებაზე“, - განაცხადა სილაგავამ.


აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სამხედრო სასოფლო-სამეურნეო სეზონის მთავარი „ხორბლის რეგიონი“ არის ოდესა. უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილში, წინასწარი მონაცემებით, 18,1 მლნ ტონა ხორბლის მარცვალი მოიკრიფება, ხოლო საშუალო მოსავლიანობა მოსალოდნელია 4,14 ტ/ჰა დონეზე. ეს არის პროგნოზები უკრაინაში ხორბლის მოსავლის შესახებ, რომელიც Argus Media-ს ანალიტიკოსს ალექსეი ერემინის ეკუთვნის.


ექსპერტის თქმით, რუსეთი 24 თებერვალს რომ არ დასხმოდა თავს უკრაინას, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ხორბლის მოსავალი იქნებოდა ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ოდესის რეგიონებში. ახლა კი, ომის პირობებში, ყველაზე მეტი ხორბლის მოსავლის მიღება ოდესიდან იგეგმება. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რეგიონების წილი.


„არსებობს ვარაუდი, რომ უკრაინა შეძლებს მოსავლის აღებას ლუგანსკის და ხერსონის რეგიონებში. ჩვენი პროგნოზით, ხარკოვის რეგიონში მოსავლის აღების კამპანია უკრაინის კონტროლის ქვეშ ჩატარდება ხორბლის ფართობის მხოლოდ 50%-ზე“, - აღნიშნა ექსპერტმა.


მისი თქმით, ჰიპოთეტური პროგნოზით, წელს 6 მილიონ 730 ათასი ჰექტარი დათესილი ხორბლიდან, უკრაინის კონტროლის ქვეშ, „ხორბლის რთველის“ კამპანია მხოლოდ 4,4 მილიონ ჰექტარზე წარიმართება. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ამჟამად უკრაინა არ აკონტროლებს, ხორბლის მოსავლის აღება შესაძლებელია 1,4 მილიონი ჰექტარი ფართობიდან. ამრიგად, კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მოსავლის მთლიანმა ფართობმა შესაძლოა 5,74 მლნ ჰექტარს მიაღწიოს.


თეგები:
ხორბალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up