წინასააღდგომოდ პასკა 10-20%-ით გაძვირდა

წინასააღდგომოდ პასკა 10-20%-ით გაძვირდა

access_time2022-04-13 13:00:13

საკონდიტრო კომპანიებმა აღდგომის დღესასწაულისთვის სამზადისი დაიწყეს.  საკონდიტროებში აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით წარმოების ზრდა მოახერხეს და პირველი შეკვეთებიც მიიღეს.  ცხადია, ნედლეულის გაძვირება პროდუქტის ფასზეც აისახა. კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, პასკა დაახლოებით 10-20%-ის ფარგლებში გაძვირდა. საფასო ცვლილება პასკის უკლებლივ ყველა დასახელების ნედლეულს შეეხო და ზოგი პროდუქტი 3-ჯერ ძვირია, ვიდრე გასულ სეზონზე ღირდა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

საკონდიტრო ,,ტარტანის“ მენეჯერის ჯული ჭაჭიაშვილის თქმით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყეს და  კომპანიის ყველაზე გემრიელი შეთავაზება საკუთარი წარმოების პასკებია, რომელიც ტრადიციული რეცეპტით და ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება.


,,სეზონი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ, თუმცა ფასების შენარჩუნება რეალურად ვერ მოხერხდა. მაღალი ფასი დღესდღეობით გლობალური პრობლემაა, რაც ყველა ქვეყანას შეეხო. ჩვენს შემთხვევაში, ნედლეული 60-70%-ით, ზოგ შემთხვევაში, 100%-ითაც არის გაძვირებული. ასეთ ფონზე მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მასშტაბური ცვლილება არ მოგვეხდინა, 5 ლარით ანუ 17%-ით გავზარდეთ ფასი. პასკა იყიდება სტანდარტულად 1 კილოგრამიანი შეფუთვით და 35 ლარი ღირს. რაც მთავარია, ეს არის 100%-ით ნატურალური,  უვნებელი და გემრიელი პროდუქტი. გარანტირებული შეკვეთები გვაქვს, რასაც განაპირობებს  ნდობა მომხმარებლის მხრიდან.  ძვირადღირებულ ნედლეულს ვიყენებთ.  ტოტალური სიძვირის მიუხედავად, არ ჩაგვინაცვლებია სხვა პროდუქტით, რითაც ხარისხი და სტანდარტი სრულად შევინარჩუნეთ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ჯული ჭაჭიაშვილი.


დაახლოებით 10-12%-ით გაძვირდა ,,სანდომის“ პასკა, ხოლო წარმოება შარშანდელთან შედარებით, 1,5-ჯერ გაზარდეს.



კომპანიის გაყიდვების მენეჯერის საბა მამალაძის თქმით, მომხმარებელს ,,სანდომის“ პასკების შეძენა ქვეყნის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში შეუძლია.


,,ყოველწლიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით პასკა ცხვება ჩვენს საწარმოში და რეალიზაციაც სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. წელს ცვლილება ძირითადად ფასებს უკავშირდება. ნედლეულის გაძვირებიდან გამომდინარე, პასკის ფასი 10-12%-ით არის გაზრდილი.  გასულ წელთან შედარებით,  ფქვილის, ცხიმისა და შაქრის ფასმა ფაქტობრივად რეკორდი მოხსნა. ასეთ ფონზე  მაქსიმალურად შევეცადეთ სხვაობა მეტნაკლებად მისაღები იყოს ქართველი მომხმარებლისთვის და ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს. წარმოებაც დაახლოებით 1,5-ჯერ გავზარდეთ, აქტიურ გაყიდვებს ველოდებით“, - ამბობს საბა მამალაძე ,,კომერსანტთან“.


წლევანდელი სააღდგომო სეზონი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ,,იფქლისთვის“. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ბაქარ ბაკურაძე აღნიშნავს, ფასები უმნიშვნელოდ შეიცვალა და მაქსიმუმი გაკეთდა, რომ ,,იფქლის” ნაწარმი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.


,,ჩვენი პასკები უკვე ჩაეშვა გაყიდვაში.  შევეცადეთ მაქსიმალურად დაბალი ფასი შეგვენარჩუნებინა, პროდუქტი მხოლოდ 50 თეთრით გავაძვირეთ. ეს არის რამდენიმე ზომის პასკა, რომლის ფასიც 2,50 ლარიდან იწყება და 10 ლარს აღწევს. პროდუქტი იყიდება როგორც ჩვენს მაღაზიებში, ასევე  ქსელური მარკეტების საკმაოდ დიდ ნაწილში. როგორც წესი, პასკას ვაწარმოებთ წელიწადში ერთხელ, ამიტომ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ მოსახლეობისთვის ეს ხარჯი მაინც შეგვემსუბუქებინა“, - ამბობს ბაქარ ბაკურაძე ,,კომერსანტთან“.


საქართველოში მართლმადიდებელი მრევლი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 24 აპრილს აღნიშნავს. 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up