წინასაახალწლოდ სოხუმიდან დევნილმა ქალბატონმა ლოტო 6/42-ში  60 0021ლარი მოიგო

წინასაახალწლოდ სოხუმიდან დევნილმა ქალბატონმა ლოტო 6/42-ში 60 0021ლარი მოიგო

access_time2022-12-21 15:00:09

ნინო-ნონა შარანგია ლოტოს წლებია რაც თამაშობს,  მოგების დღესაც მან 4 ლარად ლოტო 6/42 -ის 2 ბილეთი  შეიძინა, რიცხვებიც ავტომატურად შემოხაზა, სწორედ ამ  კომბინაციიდან  5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი დაემთხვა ლოტო 6/42-ის 13 დეკემბრის გათამაშების დროს გამოვლენილ რიცხვებს - რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალბატონმა ნონამ 4 ლარად 60 021 მოიგო. 


წინასაახალწლოდ მოგებულ 60021 ლარს ქალბატონი ნონა მის ერთადერთ ახლად დაქორწინებულ ვაჟს აჩუქებს, ამ თანხას ახალი შექმნილი ოჯახი ახალ ბინის შესაძენად გამოიყენებს.


ქალბატონი ნონა შარანგია 57 წლისაა, ის ახალშობილთა  პედიატრია და თბილისში ერთ-ერთ სამშობიაოში მუშაობს. შარანგიების ოჯახი სოხუმიდან დევნილია, ცრემლების გარეშე მშობლიურ კუთხეს ვერ იხსენებენ და ოჯახიც მთავარ რელიქვიად იმ საოჯახო ალბომს მიიჩნევს, რომელიც მათ სოხუმიდან 7 წლის შემდეგ გამოუგზავნეს. შარანგიებს  ახალი რელიქვიაც დაემატათ  - მოგების ვაუჩერი, რომელიც მათ ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ წარმომადგენლებმა გადასცეს. 




საუკეთესო მოგონებათა ალბომში კი ნონა შარანგიასთვის 13 დეკემებრი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, დღე როდესაც გვიან ღამით ერთად შეკრებილმა ოჯახმა ლოტოს შეძენილი ბილეთების გადამოწმება გადაწყვიტა: ,,მივხვდით რომ რაღაც თანხა მოვიგეთ, მაგრამ გაცილებით ნაკლები გვეგონა, შემდეგ კომპანიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ, იქ გვითხრეს, რომ 60 0021 ლარი მოვიგეთ, ისე გავოგნდით ყველანი, რომ ხმას ვეღარ ვიღებდით, ყველას ვუსურვებ მსგავსი სიხარულის განცდას, თანაც წინასაახალწლოდ“ - გვიყვება ნონა შარანგია.




ქალბატონ ნონას ლოტო 6/42-ში მოგებული თანხა უკვე გადაეცა, ლოტო 6/42-ის კეჯპოტი კი უკვე მილიონ ლარზე მეტია, გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 20:45 საათზე, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.lotto.ge, კომპანიის სერვის-ცენტრებსა და ლატარიის ჯიხურებში.



 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up