ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო საარჩევნო უბანი ალიასკაზე დაიხურა, რითაც კონგრესის შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა.
ახლა ქვეყანაში ხმებს ითვლიან.
წინასწარი მონაცემებით, სენატში დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ადგილთა თანაბარი რაოდენობა, 47-47 ადგილი აქვთ.
რაც შეეხება წარმომადგენლობით პალატას, ასევე წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელებმა 190 ადგილი მოიპოვეს, დემოკრატებმა კი 167, რაც ნიშნავს, რომ წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ.