WIPO-ს გენერალური დირექტორი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა

WIPO-ს გენერალური დირექტორი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა

access_time2022-07-25 09:30:42

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) 63-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, სამუშაო ვიზიტით ჟენევაში მყოფმა საქართველოს დელეგაციამ, WIPO-ს სათავო ოფისში შეხვედრა გამართა გენერალურ დირექტორთან დარენ ტანგთან.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა WIPO-სა და საქპატენტის მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ორ წლიანი პანდემიის კრიზისის პირობებშიც არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, WIPO-ს მხარდაჭერით, მისი ინსტრუმენტების გამოყენებით და მონაცემთა ბაზების გაციფრულებით შესაძლებელი გახდა მომხმარებლისთვის მომსახურებისროგორც დისტანციურ, ისე, ჰიბრიდულ რეჟიმში შეუფერხებლად მიწოდება.


„WIPO-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობა მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა სფეროს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია განათლების მიმართულება და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ამ მიმართულების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ჩვენ მოხარული ვიქნებით WIPO-ს მხარდაჭერით დაინერგოს დამატებითი დისტანციური სასწავლო კურსი, რომლის საშუალებით ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ WIPO-ს აკადემიის მიერ შემუშავებული, მოსამართლეებისთვის განკუთვნილი დისტანციური სწავლების კურსი ქართულ ენაზე. ამასთანავე, მინდა გაცნობოთ, რომ საქპატენტმა აწარმოა მოლაპარაკებები საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან WIPO-ს აკადემიასთან თანამშრომლობით ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სამაგისტრო პროგრამის დანერგვის შესაძლებლობაზე საქართველოში, რასაც უნივერსიტეტების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სფეროს განვითარების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე, მთლიანად კავკასიის რეგიონში, რადგან აღნიშნულით საშუალება მისცემს არამარტო ქართველ არამედ სტუდენტებს რეგიონის ქვეყნებიდანიიღონ თანამედროვე, საერთაშორისო განათლება ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით“,  განაცხადა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა.



WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა მხარდაჭერა გამოხატა ნინო ჩიქოვანის მხრიდან გამოთქმულ ინიციატივაზე და აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებები დაიგეგმა მისი საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის განმავლობაში.


შეხვედრაზე ქართული დელეგაციის მიერ ხაზი გაესვა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებით, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის დაცვისა და გაძლიერებისთვის WIPO-ს მხარდაჭერის საკითხს, კერძოდ, 2023 წელს „გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის“ საქართველოში გამართვის ხელშეწყობაზე თხოვნას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.


დარენ ტანგმა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფასებს და მიესალმება WIPO-სა და საქართველოს შორის ინტენსიური თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ქმედებახორციელდება. ხაზი გაუსვა საქპატენტსა და WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრს შორის დაგეგმილი მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობას.


WIPO არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მომსახურება პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის გლობალური ფორუმი, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვითდაფინანსებად უწყებას. WIPO-ს მიზანია, შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების დაბალანსებული და ეფექტური საერთაშორისო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და შემოქმედებითობას კაცობრიობის საკეთილდღეოდ. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან და ქვეყანას ამ ორგანიზაციაში წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up