„წისქვილები გაჩერდა, მაგრამ პურის ფასი ყოველ 2 თვეში იზრდება“ - ლევან სილაგავა

„წისქვილები გაჩერდა, მაგრამ პურის ფასი ყოველ 2 თვეში იზრდება“ - ლევან სილაგავა

access_time2022-07-19 19:25:45

დაახლოებით 2 თვეა, რაც საქართველოში ყველა დიდი წისქვილ-კომბინატი გაჩერებულია.


კერძო სექტორი მთავარობას ამუშავების ახალ სქემას სთავაზობს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მათი დარგის გაჩერებით ქვეყნას ექმნება. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ აცხადებს, რომ რაც მეტი დრო გადის, წისქვილების ამოქმედება რთულდება.


,,წინსქვილ კომბინატები გაჩერდა, მაგრამ პურის ფასი მაინც ყოველ 2 თვეში იზრდება. ამით ნათელია, რომ მიდგომა, რომელიც აქამდე იყო, არ ამართლებს. შესაბამისად, ჩენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი შეთავაზებები რელევანტურია. ასევე, შესაძლებელია მთავრობამ მათი მოდიფიცირება მოახდინოს. ეს სრულად რეალურია. ამ დროს, რაც დრო გადის, მით უფრო პრობლემდება წისქვილ კომბინატების ამუშავება. ადამიანებმა, რომლებიც ჩვენთან იყვნენ დასაქმებული, სხვა სამუშაო იპოვეს ან ეძებენ, ჩვენ სტაბილურობას ვერ ვთავაზობთ და ეს გასაგებია. ასე რომ, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს“ - განაცხადა სილაგავამ.



მისივე თქმით, განსაკუთებით მწვავავედ სასურსათო უსაფრთხოების თემა საქართველოს შემოდგომიდან დაუდგება.


,,ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორბლის ფასი, დიდწილად პოლიტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის იმაზეც, უკრაინის დაბლოკილი პორტებიდან მოხდება თუ ვერა პროდუქციის გამოატანა. ხორბლის მოსავლის წინაპირობები მხოლოდ რუსეთშია გაზრდილი და წინასწარი ინფორმაციით, უკრაინაში მხოლოდ ნათესების 50%-ის აღებას შეძლებენ. ევროკავშირში, სამწუხაროდ, ცუდი პროგნოზია, დანარჩენ მსოფლიოში. მათ შორის ყაზახეთში, მოსავლის აღება შემოდგომიდან დაიწყება. შესაბამისად, ეს არის მთელი კონტექსტში, რის შედეგადაც რთული წელი გველოდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასურსათო უსაფრთხოების თემა, რადგან დღეს გარკვეული ბალანსი და სტაბილურობის შეგრძნება გვაქვს, მათ შორის, ადგილობრივი მოსავლის აღების გამო, რომელიც მცირეა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. შემოდგომიდან კი, სასურსათო უსაფრთხოების თემა კვლავ წამოიწევს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა სილაგავამ ,,საქმეში“.


დიდ წისქვილკომბინატებს, რომელთაგანაც დღეს ფუნქციონირება ყველას შეჩერებული აქვს, მიაჩნიათ, რომ პურის ფასს უფრო ეფექტიანად დაიცავს ხორბლის მუდმივი მარაგების არსებობა, რადგან მარაგები მუდმივად განახლებადია და ხარჯვის პარალელურად ივსება ახალი გარდამავალი მარაგებით, შედეგად ბაზარზე ფქვილი გამოდის რყევების გარეშე, საშუალო შეწონილ ფასად სტაბილური მიწოდებით და სასურსათო უსაფრთხოება ხორბალში მარაგით არის დაცული.


BPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up