წისქვილკომბინატები იმპორტირებულ ფქვილზე „სარკისებური“ გადასახადის დაწესებას ითხოვენ

წისქვილკომბინატები იმპორტირებულ ფქვილზე „სარკისებური“ გადასახადის დაწესებას ითხოვენ

access_time2022-01-17 17:40:00

წისქვილკომბინატები ფქვილის იმპორტზე „სარკისებური“ საბაჟო გადასახადის დაწესებას ითხოვენ. მწარმოებლები ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანაში არა თუ მცირე, არამედ მსხვილი წისქვილებიხ დაიხურება.

წისქვილკომბინატი ,,აგროექსპორტის“ გენერალური დირექტორი დავით დოლაბაძე ამბობს, რომ ორი წისქვილიდან ერთი კომპანიამ უკვე გააჩერა, მეორეში კი, თანამშრომლები შეამცირა.

,,ჩვენი პრობლემა არის რუსული ხორბლის ტარიფები და მცურავი ბაჟი, რაც საკმაოდ აქტუალურია უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა სამუშაო ჯგუფთან, რათა დაიძლიოს არაკონკურენტული გარემო ადგილობრივი წარმოებისათვის, რომელიც იწვევს, წისქვილკომბინატების ერთმანეთის მიყოლებით დახურვას და ქართული ფქვილის რუსულით ჩანაცვლებას.

ჩვენ გვაქვს 2 წისქვილი, საიდანაც გორის კომბინატში მუშაობა გავაჩერეთ, თბილისში კი შევამცირეთ კადრები. ასეა ძალიან ბევრი წისქვილი და დარგიც გაქრობის წინაშეა. ვითხოვთ, გადაიხედოს არსებული საგადასახადო მიდგომები და დაწესდეს სარკისებური ბაჟი, იმპორტირებულ ფქვილზე ისე როგორც ეს ხდება ხორბალზე და დღეს 98 დოლარს შეადგენს“ - განაცხადა დოლაბაძემ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავა თქმით კი, ხორბლის ფქვილის იმპორტით ჩანაცვლებამ გასულ წელს ათამდე წისქვილკომბინატის მუშაობის შეჩერება უკვე გამოიწვია. მიმდინარე წელს კი მცირე და საშუალო წისქვილების შემდეგ, ტენდენცია დიდ კომბინატებსაც შეეხოთ.


„ჩვენ, ვითხოვთ შეხვედრას პრემიერთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთობლივ ფორმატში. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვის წინ დამდგარი პრობლემა სულ უფრო ღრმავდება და დღეს, ჩვენ მივედით იმ მდგომარეობამდე, როცა მცირე და საშუალო კომბინატების გარდა იხურება დიდი წისქვილკომბინატებიც. გასულ წელს, დაიხურა 10 წისქვილი, წელს კი, როგორც აღვნიშნე ეს ტენდენცია დიდ წისქვილებზეც გადავიდა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

შეგახსენებთ, პრობლემის არსი, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული მცურავი ბაჟია, რაც ფქვილზე არ არსებობს, შესაბამისად, აზრი დაკარგა ქვეყანაში ხორბლის იმპორტმა. ფქვილის აგრესიული იმპორტია დაწყებული, თუ იმ პერიოდში, როცა ნულოვანი გადასახადი მოქმდებდა ორივე პროდუქციაზე, ბალანსი იყო ამგვარი - 1 000 ტონა ფქვილი შემოდიოდა და 60 000 ტონა ხორბალი თვეში. დღეს, ეს ბალანსი მკვეთრად შეცვლილია და მივედით იქამდე რომ დეკემბერში 7 000 ტონამდე ფქვილი და 6 000 ტონა ხორბალი შემოვიდა. ამან გამოიწვია ის, რომ წისქვილკომბინატებმა დაიწყეს დახურვა, ზოგმა კი ხორბლის იმპორტი ფქვილით ჩაანაცვლა.

პურის ფასთან მიმართებით, მინდა ვთქვა, რომ არასწორია მსჯელობა თითქოს ფქვილის გაზრდილი იმპორტია პურის ფასის შენარჩუნების რეცეპტი, მაშინ, როცა ამ პირობებში უკვე ორჯერ გაიზარდა ფასი პურზე“, - განაცხადა სილაგავამ.

BPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up