წითელი ჯვრის გუნდმა 5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, მარიუპოლში შესვლა ვერ შეძლო, - ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა უკრაინაში, პასკალ ჰუნდტმა განაცხადა, თუმცა, მისივე თქმით, წითელი ჯვრის გუნდმა გზაზე ლტოლვილების შეგროვება მოახერხა.
საბოლოოდ, ზაპოროჟიემდე 1000-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიაღწია.
პუნდტის ცნობით, 9 აპრილს კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმამ კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა, ვინაიდან მოქალაქეთა უმრავლესობა მატარებლების ნაცვლად, კერძო მანქანებს იყენებს.
დელეგაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება აუცილებელია, რათა კიდევ შეძლონ ცხელი წერტილებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება.
უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდობენ, რომ სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ყოველდღიურად იბომბება კულტურული და ისტორიული ძეგლები, ნადგურდება ხელოვნების ნიმუშები, იბომბება სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები (სამშობიარო, ონკოლოგიური). ცხრილავენ სამოქალაქო მსუბუქ მანქანებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს, რეანომობილებს.
მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას. გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 11 მილიონმა ადამიანმა.
უკრაინა რუსეთის ტერორისტ ქვეყნად გამოცხადებას ითხოვს და ჰააგის სასამართლოში ჩივის. სასამართლო პროცესი გასულ კვირას დაიწყო, თუმცა პროცესზე არ გამოცხადდა რუსეთის წარმოემადგენელი, რადგა როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოემადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, სასამაღლოს ამ საკითხზე მსჯელობის ლეგიტიმაცია არ აქვს.
როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხდებს, სრული სიზუსტით გროვდება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ყველა ფაქტი და უკრაინა მას სამხედრო ტრიბუნალამდე მიიტანს.
განსაკუთრებული სისასტიკე რუსმა ორკებმა აჩვენებს ბუჩაში, ირპერში და მარიუპოლში.
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუს ჯარისკაცებს ქალაქ ბუჩაში წამებით სიკვდილამდე მიჰყავდათ არამხოლოდ ზრდასრული ადამიანები, არამედ ბავშვებიც.
უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკრაინის 15 ათამდე მოქალაქე დაკარგულად ითვლება.