Wizz Air-მა 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან გააუქმა, მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და კონკრეტულად კი ევროკავშირის რეგულაციებია. გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ანდრაშ რადო, Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
"საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორს მაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ."
ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან გააუქმა, მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და კონკრეტულად კი ევროკავშირის რეგულაციებია. გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ანდრაშ რადო, Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.