WIZZ AIR რეისების ხშირი გაუქმების გამო ბოდიშს იხდის და მიზეზებს განმარტავს

WIZZ AIR რეისების ხშირი გაუქმების გამო ბოდიშს იხდის და მიზეზებს განმარტავს

access_time2022-06-16 22:00:42

ავიაკომპანია Wizz Air ბოლო პერიოდში ავიარეისების ხშირი გაუქმების გამო განმარტებას აკეთებს და ბოდიშს იხდის. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


"ძალიან ვწუხვართ და დიდ ბოდიშს ვუხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები, Wizz Air და ყველა სხვა ავიაკომპანია აკეთებს ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტმა მგზავრმა დროულად და მინიმალური დაგვიანებით მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, რომელთა გამოც, ტურისტული ინდუსტრიაში ოპერაციული არასტაბილურობა ფიქსირდება, არსებობს პერსონალის ფართო დეფიციტი. განსაკუთრებით კი, საჰაერო მოძრაობის კონტროლის, სახმელეთო ოპერაციების, ბარგის გადატანის და უსაფრთხოების მიმართულებით.


მიუხედავად გაუქმებული რეისებისა, ჩვენი ფრენების აბსოლუტური უმრავლესობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყოველდღიურად, 100 000-ზე მეტი მგზავრი მიდის დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადოთ გულწრფელი ბოდიში მომხმარებლებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტი მოგზაურობისთვის - იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის კრედიტზე 120% ანაზღაურება.



თუ დაგჭირდებათ ღამე განთავსება და აეროპორტში იმყოფებით, ჩვენი სახმელეთო პერსონალი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ საცხოვრებლით და სახმელეთო ტრანსპორტით. თუ ჩვენი სახმელეთო მომსახურე პარტნიორები ვერ ახერხებენ თქვენთვის საცხოვრებლის ან სახმელეთო ტრანსპორტის უზრუნველყოფას მაღალი მოთხოვნის გამო, გთხოვოთ თავად დაჯავშნოთ საცხოვრებელი ან სახმელეთო ტრანსპორტი და აუცილებლად შეინახოთ ქვითრები, რადგან Wizz Air დაგიბრუნებთ გონივრულ თანხას. შეამოწმეთ თქვენი ელფოსტა, რადგან ჩვენ გამოგიგზავნით ცალკეულ კომუნიკაციას იმ შემთხვევაში, თუ დაგჭირდებათ თქვენი სასტუმროს ან ტრანსპორტის ინდივიდუალურად უზრუნველყოფა.


თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენი ვებგვერდის ხშირად დასმული კითხვების განყოფილებას ან გამოიყენოთ Amelia, WIZZ ვირტუალური ასისტენტი, გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე სიმბოლოზე დაწკაპუნებით.


გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას და მოუთმენლად ველით ბორტზე თქვენს ნახვას!”-აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up