საქართველოს ავიასივრცეში ცნობილი დაბალბიუჯეტური ავია კომპანია WizzAir სამომავლოდ ახალი რეისების დამატებას სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებითაც გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სკანდინავიის მიმართულების ამ ეტაპზე დამატებას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები უშლის ხელს.
შეგახსენებთ, WizzAir კლიენტებს საქართველოდან 5 ახალ მიმართულებას სთავაზობს. ესენია ბრიუსელი (ბელგია), ჰამბურგი (გერმანია), მადრიდი (ესპანეთი), ფრანკფურტი(გერმანია), პოზნანი (პოლონეთი). ახალი მიმართულებები სავარაუდოდ 2023 წლის ივნისიდან დაემატება, კვირაში 2 სიხშირე.