წლების განმავლობაში პროფესიული განათლების პრესტიჟი იზრდება - გელა ლომიაშვილი

წლების განმავლობაში პროფესიული განათლების პრესტიჟი იზრდება - გელა ლომიაშვილი

access_time2022-12-22 21:30:30

პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევისა და ინკლუზიური განვითარების გუნდის ლიდერმა გელა ლომიაშვილმა სააგენტოს საქმიანობის შესახებ  კომერსანტის ეთერში, ნინო ლიპარტიას გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ისაუბრა.


გელა ლომიაშვილის თქმით, არსებული ვითარების შესწავლის შედეგად ნათელი გახდა რომ პროფესიულ განათლებას განსხვავებული მართვის სტილი სჭირდებოდა და სააგენტოს ჩამოყალიბების საფუძველიც სწორედ ეს გახდა.


გელა ლომიაშვილის თქმით, პროფესიული განათლების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორთან კავშირი. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ თანამშრომლობა, არამედ ის, რომ კერძო სექტორი იყოს ჩართული პროფესიული განათლების მართვის პროცესშიც.


„პროფესიული უნარების სააგენტო განსხვავებული სააგენტოა, დაარსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამრეწველო პალატის ერთობლივი თანამშრომლობით, მას მართავს ბორდი, რომლის 6 წევრი არის დარგობრივი სამინისტროების მინისტრის მოადგილეები დანარჩენი 6 წევრი კი ძირითადი დარგობრივი ასოციაციებიდან. პროფესიული უნარების სააგენტოს მიზანია, რომ ერთის მხრივ კერძო სექტორის ჩართულობა კიდევ უფრო გააქტიუროს და  მეორეს მხრივ შეუწყოს ხელი პროფესიულ დაწესებულებების დეცენტრალიზაციასა და გაძლიერებას,“- განაცხადა გელა ლომიაშვილმა.


გელა ლომიაშვილის თქმით, იმ ფონზე როდესაც კერძო სექტორი კადრების დეფიციტს უჩივის, უმნიშვნელოვანესია პროფესიული განათლების დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა.



„როცა კერძო სექტორი საუბრობს იმაზე, რომ კადრების დეფიციტია, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები საკმარისად არაა აღჭურვილი მათთვის საჭირო უნარებით, ამის გადაჭრის ერთადერთი გზა არის, რომ კერძო სექტორი იყოს ჩართული როგორც პროგრამების შემუშავების, ასევე მომზადების პროცესშიც.



ჩვენ წლიდან წლამდე ვზრდით დუალურ პროგრამებს. თითქმის ყველა დარგში გვაქვს. ბევრი კომპანიაა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ. ხარჯავენ რესურსს და ურჩევნიათ, რომ ეს სტუდენტები სწორედ მათ კომპანიებში დარჩნენ, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დუალური პროგრამების სტუდენტების დიდი ნაწილი, სწორედ ამ კომპანიებში საქმდება,“ - განაცხადა გელა ლომიაშვილმა.



როგორც გელა ლომიაშვილი ამბობს, სააგენტოს საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კვლევები, რომელიც იმ  მდგომარეობას და საჭიროებებს იკვლევს, რომელიც პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებობს.



„კვლევას ვატარეთ გარკვეული ინტენსივობით, ჩავატარეთ კვლევა თუ რა აზრისაა საზოგადოება პროფესიულ განათლებაზე, მიღებული შედეგებით, არ ვიტყვი, რომ ჩვენ უნდა მოვეშვათ და ბედნიერები ვიყოთ, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ წლების განმავლობაში პროფესიული განათლების პრესტიჟი იზრდება,“ - განაცხადა გელა ლომიაშვილმა. 


სააგენტოს საქმიანობაზე საუბრისას გელა ლომიაშვილმა ასე ხაზი გაუსვა იმ  სამუშაოს, რომელიც განათლების მეტი ინკლუზიურობის მიღწევისთვის ხორციელდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up