წლევანდელი რთველი ბიუჯეტს138.4 მილიონი ლარი დაუჯდება

წლევანდელი რთველი ბიუჯეტს138.4 მილიონი ლარი დაუჯდება

access_time2021-09-13 13:00:22

წლევანდელი რთველი ბიუჯეტს 138.4 მილიონი ლარი დაუჯდებაეს ყველაზე ბევრიარაც აქამდე ყურძნის შესყიდვაზე გაცემულასუბსიდიით წახალისებული ფერმერები ახალ ვენახებს აშენებენმატულობს ყურძნის მოსავალი და შესაბამისადიზრდება ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების პოლიტიკური ზეწოლა მთავრობაზეხელისუფლებაცამ ადამიანების გულის მოსაგებადგანსაკუთრებითარჩევნების წინდიდი მოცულობის საბიუჯეტო დახმარებას არიგებს რთვლის სუბსიდირებარაც უკვე 20 წელზე მეტხანს გრძელდებაპოლიტიკურ საკითხად იქცა. ყურძნის სუბსიდია ყოველთვის იყო მომგებიანი დაპირება ოპოზიციაში მყოფი ძალისთვისისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგამ დაპირების მძევალი ხდებოდა. მეღვინეებისა და აგროწარმოების სპეციალისტების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ სუბსიდირების შეჩერება ან შემცირება, მტკივნეული იქნება და ამას ექნება პოლიტიკური ფასი, მაგრამ რაც დრო გავა, ამის გაკეთება უფრო რთული იქნება.

"იაგოს მარნის" დამფუძნებელს, იაგო ბიტარიშვილს, მიაჩნია, რომ სუბსიდირების ხარჯზე ვენახების ფართობის გაზრდა, სასიხარულო სულაც არ არის. ვინაიდან, გაზრდილი მოსავალი პრობლემაა, როგორც ბიუჯეტისთვის, ასევე, ქვეყნისთვის, სადაც ისედაც ყურძნისა და ღვინის ჭარბწარმოება გვაქვს:

„ვენახები ბუნებრივად თუ გაფართოვდებოდა, ეს იქნებოდა კარგი. როცა მევენახე ხედავს, რომ რამდენი ყურძენიც არ უნდა მოიყვანოს, მაინც ჩააბარებს, რა თქმა უნდა, კიდევ მეტს გააშენებს. ბიუჯეტის ფული უამრავი სხვა საჭიროებისთვის შეიძლება დაიხარჯოს,ან ღვინის სექტორს მოხმარდეს, ხარისხის გაუმჯობესებას, გაყიდვების გაზრდას, რომ ყურძენზე მეტი მოთხოვნილება გაჩნდეს. ფაქტია, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ამას ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს,“ - ამბობს ბიტარიშვილი. 

გამოიყენებენ თუ არა ბიუჯეტიდან შეძენილ შაქრის საზომ აპარატს და მოხდება თუ არა ხარისხის მიხედვით ყურძნის საფასურის გადახდა, უცნობია. საეჭვოა, მთვარობამ სუბსიდირების ფასით ისედაც უკმაყოფილო მევენახეების განაწყენება გაბედოს, მით უფრო, თვითმმართველობის არჩევნების წინ.

„ღვინის ქარხნებს არ სჭირდებათ ამდენი ყურძენი, იმიტომ რომ პროდუქციას ვეღარ ყიდიან.  ღვინის სახელმწიფო ქარხნებში ყველანაირ ყურძენს იღებენ, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის მოყვანილი, რა ჯიშებია, რითია შეწამლული. პროდუქტი ხარისხიანი რომ არ გამოვა, ეს ხომ ცხადია. ღვინის გაყიდვა ისედაც ჭირს, რადგან სასმელით გაჯერებულია ბაზარი“, – ამბობს იაგო ბიტარიშვილი. 

ყურძნის შესყიდვა დავალებული აქვს სახელმწიფო ღვინის ქარხნებს, "აკურასა" და "მოსავლის მართვის კომპანიას"ისინი ყურძნიდან სპირტსა და ღვინომასალას ამზადებენ, რომელიც აუქციონზე გამოაქვთ გასაყიდად. შარშან ამ სახელმწიფო კომპანიებმა 239 მილიონი ლარის სპირტი და ღვინომასალა დაამზადეს. მიღებული პროდუქცია, მათ შორის, ათასობით ლიტრი ხვანჭკარა, ალექსანდროულ-მუჯურეთული და ოჯალეში სახელმწიფომ რამდენჯერმე გამოიტანა გასაყიდად, მათ შორის, განმეორებით აუქციონებზე ფასდაკლებითაც, მაგრამ მთლიანად მაინც ვერ გაყიდა.

რთველი-2021-ის დაწყებამდე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ მევენახეებისგან ყურძენს საკადასტრო ამონაწერის გარეშე არ ჩაიბარებდა. ასევე, ბიუჯეტიდან 3,5 მილიონ ლარად შეიძინეს შაქრის ავტომატურად მზომი ხელსაწყოებიც, ჩასაბარებელ პუნქტებში ყურძნის ხარისხის შესამოწმებლად. შაქრის დონის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო ყურძნის ფასი. თუმცა, აგვისტოში კახეთში სეტყვის შემდეგ, გადაწყდა, რომ სახელმწიფო ქარხნები  დაზიანებულ ყურძენს შეიძენენ – 1 კგ რქაწითელს – 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს – 1 ლარად.


ჭარბი წარმოებისა და გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსების ფონზე, მთავრობის წევრები სიხარულით საუბრობენ ყურძნის წარმოებისა და ვენახების ფართობების ზრდაზე.  გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წელს ყურძნის ჭარბი მოსავალი იქნება, დაახლოებით 300 ათასი ტონა. კილოგრამი რქაწითელი 90 თეთრზე ნაკლები არ ეღირება. ხოლო ღვინის კომპანიები, რომლებიც ყურძენს ჩაიბარებენ, სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ. პრემიერის თქმითვე, 2012 წელს 52 200 ტონა ყურძენი გადამუშავდა, ხოლო 2020 წელს – 283 ათასი. ის ასევე ამბობს, რომ ყურძნის დაბინავება გაჭირდება და ამავე დროს ამშვიდებს მევენახეებს, რომ ყურძენს სახელმწიფო მთლიანად შეისყიდის.

კმაყოფილია სოფლის მეურნეობის მინისტრიც. რამდენიმე დღის წინ, ამბროლაურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ „რაც კი სავენახედ ვარგისი მიწა იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ან უკვე ათვისებულია, ან მიმდინარეობს ვენახების გაშენება. შესაბამისად, ჩვენ მოვხსენით ისტორიული რეკორდები, მათ შორის, საბჭოთა რეკორდები, წარმოების და შემოსავლების კუთხითაც”.

ცნობისთვის, საბიუჯეტო სუბსიდიას მთავრობა მხოლოდ მევენახეებს არ აძლევს. სუბსიდია წელს აჭარაში ციტრუსის მწარმოებლებმაც მიიღეს. 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო იპოთეკური სესხის სუბსიდირება მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი. სახელმწიფო თანადაფინანსება 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ოჯახები, რომლებსაც ახალშეძენილი შვილი ჰყავთ, სესხის პროცენტის ნახევრით დაფინანსდება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახები – 2/3-ით. კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 2020-21 წლების ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ბიუჯეტიდან სუბსიდია წელს პანდემიის გამო დაზარალებულ რესტორნებზეც გაიცა. და ეს სრული სია არ არის. ბიუჯეტიდან ფულს სხვადასხვა კატეგორიის ბიზნესი თუ სოციალური ჯგუფი იღებს.


წყარო: Business Feed








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up