წლევანდელ ვიზიტორთა რაოდენობა და შემოსავლების სტატისტიკა, არაადექვატურია - ვატო ასათაშვილი

წლევანდელ ვიზიტორთა რაოდენობა და შემოსავლების სტატისტიკა, არაადექვატურია - ვატო ასათაშვილი

access_time2022-11-23 00:00:57

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 126 %-ით გადააჭარბა და 3 მლრდ დოლარი შეადგინა. მთავრობის პროგნოზით, 2030 წელს მოგზაურების ვიზიტები 13 მლნ-მდე, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.5 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს „ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი. როგორც მან რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, წლევანდელი ვიზიტორთა რაოდენობა და შემოვლების სტატისტიკა არაადეკვატურია, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.


როგორც ვატო ასათაშვილი ამბობს, წელს ტურისტების რაოდენობაში ჩაითვალა ის რუსულ-ბელარუსულ-უკრაინული ნაკადები, რომლებიც საქართველოში თავშესაფრისთვის შემოვიდნენ, რაც შეეხება შემოსავლების 126%-ან ზრდას, ქვენაში არსებულმა კატასტროფულმა ინფლაციამ განაპირობა. ამასთან, „ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ „რუსეთის ნაკადებიდან დიდი თანხა, სინამდვილეში ტრანზიტზეა გატანილი.


„მე არ ვიზიარებ მთავრობის შემართებას, ერთი მარტივი მაგალითის გამო. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ვიზიტორთა სტატისტიკა და მეორე, შემოსავლების სტატისტიკა. ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით ვართ 51-53%-ზე, 2019 წელთან შედარებით და ეს ითვალისწინებს ასევე ამ მზარდ რუსულ ნაკადს. დაახლოებით, 350 000 ვიზიტორი გვყავდა მხოლოდ რუსული, სწორედ ამ ომიდან გამომდინარე, თავშესაფრის მაძიებლები რომ გამოიქცნენ საქართველოში. შემოსავლებს რაც შეეხება, ისევ და ისევ დავუბრუნდები რუსულ ნაკადს, რუსულ-ბელარუსული და ნაწილობრივ უკრაინული ნაკადები, რაც პირდაპირ ომთან არის დაკავშირებული, ეს ხალხი თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ, რომ ჩამოვიდნენ და ის ფული დახარჯეს. ეს არ უნდა ავურიოთ ტურიზმში. ვიღაც გრძელვადიანად რომ ჩამოდის და თავის ქვეყნიდან გამორბის, 7-8 თვით და შეიძლება, სულაც მომდევნო წელიწადნახევარი აქ იყოს, ბინას ქირაობს, არ შეიძლება, ეს ტურიზმის შემოსავლად მივიღოთ. და, მეორე, რატომ გაიზარდა შემოსავლები, არაადეკვატურად ვიზიტორთა სტატისტიკასთან შედარებით?! იმიტომ, რომ გვაქვს კატასტროფული ინფლაცია.  



ვხედავთ, რომ ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ამ შემთხვევაში, უხეშად რომ ავიღოთ, 50%-ან რეგენერირებულ ნაკადზე დაახლოებით, 90-95%-ანი გაზრდილი დანახარჯებია, ეს ავტომატურად ურტყამს სწორედ ტუროპერატორის მოგების მარჟას. ანუ, რა რეინვესტირებაზეა საუბარი, როდესაც პირიქით, საოპერაციო ბიუჯეტი, 2022-ში, 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით 80%-ით არის გაზრდილი და სავარაუდოდ, მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ, რომ ინფლაციის შეჩერების ტენდენცია ჯერჯერობით, არ ჩანს.


ამიტომ, ბაქი-ბუქობაა, რომ ეკონომიკური ორნიშნა ზრდა გვაქვს, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და თურმე, 3 მლრდ დოლარი მივიღეთ, აქედან, რაც 2019 წლის მაჩვენებელი იყო, კარგად რომ გავმიჯნოთ, სანახავია ნაკადები, რამდენია შემოსული რუსეთიდან და პლუს ამას, რუსეთის ნაკადებიდან ტრანზიტზეა გატანილი ძალიან ბევრი თანხა, რომელიც საქართველოში ერთგვარ რუხ ზონაში მოხვდა, მაშინ როდესაც ვალუტა ვერ გადიოდა რუსეთიდან. რუსეთის მოქალაქეები საქართველოს იყენებდნენ სატრანზიტო ქვეყნად. ერთი, რაზეც ჩვენ ასე თუ ისე, შეგვიძლია რაღაც დასკვნები გავაკეთოთ, ეს არის ვიზიტორთა სტატისტიკა, სადაც ვხედავთ, რომ (თუ ისევ ჩავთვლით ამ რუსულ ნაკადებს) დაახლოებით, 60%-მდეც ვერ ავდივართ რეგენერაციაზე. ეს არის ის სურათი, რაც რეალურად არის“,- განაცხადა ვატო ასათაშვილმა.


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up