გერმანია ეკომეგობრული მოგზაურობის შესაძლებლობას წყალბადზე მომუშავე მატარებლით იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს. წყალბადის 14 მატარებელი ექსკლუზიურად შემდეგ მარშრუტზე Bremervörde- დან ქვემო საქსონიამდე იმოძრავებს.
14 მატარებლიდან 5 - ის დებიუტი ოთხშაბათს, 24 აგვისტოს შედგა, რომლებიც ეტაპობრივად 15 დიზელზე მომუშავე მატარებელს ჩაანაცვლებს. მხოლოდ 1 კგ წყალბადით მატარებელს იგივე მანძილის დაფარვა შეუძლია, რასაც დაახლოებით 4,5 კგ დიზელით დაფარავდა.
მატარებელი არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ის ნაკლებად ხმაურიანია. მისგან მხოლოდ ორთქლი გამოიყოფა, რომელიც გარემოს არ აზიანებს. მატარებელს სავსე ავზით 1000 კმ-ს დაფარვა შეუძლია, მარშრუტზე უკვე შექმნილია წყალბადის შემავსებელი სადგურიც. მატარებელს 140კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, თუმცა მისი რეგულარული სიჩქარე ხაზზე გაცილებით ნაკლები, 80 -დან 120 კმ/სთ-მდეა.
„გამონაბოლქვის გარეშე მოგზაურობა ჯანსაღი მომავლის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი საკითხია“ - აღნიშნა Alstom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პუპარტ-ლაფარჟმა. ქვემო საქსანიის პრეზიდენტმა სტეფან ვეილმა ეს მოდელი შეაფასა, როგორც „მოდელი დანარჩენი მსოფლიოსთვის“.
მატარებლების შემდეგი რეისი იქნება ფრანკფურტი, იტალია, ჩრდილოეთ ლომბარდიის რეგიონი და საფრანგეთი.
პროექტის ღირებულება 93 მილიონ ევროს შეადგენს.