2022 წლის 31 დეკემბრამდე ორი მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია, Nokia და Ericsson-ი სრულად აჩერებენ თავიანთი ბიზნეს საქმიანობას რუსეთში. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს რუსული სატელოფონო ოპერატორების მუშაობის ხარისხს.
გამოცემა თავის მასალაში ხაზს უსვამს, რომ რუსეთის სატელეკომუნიკაციო სექტორი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის და რიგითი მომხმარებლები მალე იგრძნობენ რუსული ბაზრიდან რუსეთისთვის ე.წ. „არამეგობრული ქვეყნების“ კომპანიების Nokia და Ericsson-ის გასვლის შედეგს.
სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ Ericsson-ი და Nokia რუსეთის მთელი სატელეკომუნიკაციო და პროგრამული უზრუნველყოფის 50%-ს წარმოადგენენ, თავისი ფიჭური საბაზო სადგურებით, ანტენებით და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით, რას ფედერაციის მასშტაბით ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს.
Ericsson-ის ფინანსურმა დირექტორმა კარლ მელანდერმა Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია რუსეთში ამ წლის ბოლომდე იმუშავებს. ხოლო Nokia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პეკა ლუნდმარკმა აღნიშნა, რომ მისი კომპანია რუსეთის ფედერაციას მთლიანად დატოვებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციებთან და ინტერნეტთან დაკავშირებით ახლა რუსებს დიდი პრობლემები შეექმნებათ.