„წმინდა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ამ შანსის არ გამოყენება არ შეიძლებოდა“ -  გიორგი პაპავა

„წმინდა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ამ შანსის არ გამოყენება არ შეიძლებოდა“ - გიორგი პაპავა

access_time2022-04-19 22:00:07

რადიო “კომერსანტის“ ეთერში, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა  გიორგი პაპავამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის კითხვარის ახლა მიღება ერთის მხრივ შესაძლებლობაც არის და გამოწვევაც. წამყვანის კითხვაზე უფრო მზად ხომ არ ვიქნებოდით რომ ეს კითხვარი პირობითად 2024 წელს მიგვეღო გიორგი პაპავა პასუოხობს, რომ შესაძლოა ამ ორ წელიწადში რაღაც დამატებით გაუარესებულიყო.


“ერთის მხრივ წმინდა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ამ შანსის არ გამოყენება არ შეიძლებოდა, თუმცა თუ პირობითად კიდევ ორი წელი გვექნებოდა ეს  ერთის მხრივ შესაძლებლობა, თუმცა მეორეს მხრივ გამოწვევაც არის რადგან  შეიძლება არის რიგი  მიმართულებები რომელშიც  ქვეყანა  არც თუ ისე სწორად ვითარდება და შეიძლება  ამ ორ წელში დამატებით რაღაც გაუარესებულიყო. ამიტომ ცალსახად იმის თქმა რომ 2024 წელს  უფრო მზად ვიქნებოდით ვიდრე ახლა  ვართ,  რთულია“,  - განაცხადა გიორგი პაპავამ.

 

„თითქოს ასეა, მაგრამ ხანდახან მაშინებს ის რიგი გადაწყვეტილებები რასაც მთავრობა იღებს და ამ რაღაცებს  გაფუჭებას, იგივე  პოლიტიკური  პოლარიზაცია იქნება ეს  სასამართლო რეფორმა თუ სხვა ისევ ხომ არ ჯობია, რომ ახლა რაღაც ვალდებულება ავიღოთ, რომ იქნებ რაღაცეები შევცვალოთ, ვიდრე  ეს ყველაფერი ისე მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენ როგორც ვხედავთ და  მერე რაღაც  ფაქტის წინაშე დავდგეთ , რომ შეიძლება რამე  რეფორმა არასწორად იყოს გატარებული.


 

მაგალითად  შარშან ევროკავშირისგან ვალი არ ავიღეთ , იმ ვალს  რაღაც  რეფორმები მოჰყვებოდა, მაგრამ  ჩვენ თითქოს ამ რეფორმებზე ირიბად ვთქვით  უარი,  შესაბამისად  რამდენიმე  ეგეთი გადაწყვეტილება რომ  დაგროვდეს  გაგვიჭირდება იმის  დემონსტრირება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის და  რეალურად დღის წესრიგს ითვალისწინებს და რეალურად ატარებს ამ რეფორმებს“ -  აღნიშნა გიორგი პაპავამ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up