Wolt-ის მოგება 5-ჯერ გაიზარდა, Glovo ზარალზეა

Wolt-ის მოგება 5-ჯერ გაიზარდა, Glovo ზარალზეა

access_time2022-11-09 18:00:09

მიტანის სერვისის გლობალური კომპანიების ქართულმა შვილობილებმა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებები გაასაჯაროვეს. ანგარიშგებების თანახმად, გასულ წელს „ვოლტმა” 34.46 მილიონი ლარის (ზრდა წინა წელთან შედარებით 19 მლნ ლარი) ამონაგები მიიღო, ხოლო „გლოვოს” შემოსავალი 33.93 მილიონი (ზრდა წინა წელთან შედარებით 13.3 მლნ. ლარი) იყო.


განსხვავებული იყო კონკურენტი კომპანიების მოგება-ზარალიც, თუ 2021 წელს „ვოლტი“ 2.3 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა, „გლოვომ“ გასული წელი 13.67 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია რომ „გლოვო“ ბოლო წლებში ზარალზე იყო, „ვოლტი“ კი მოგებაზე გადიოდა (2020 წელს 409 391 ლარი). ანგარიშგებების მიხედვით, „გლოვოს“ ზარალის მთავარი მიზეზი სათაო ოფისის მომსახურების ხარჯების დაფარვა იყო, რომელმაც 15.57 მლნ ლარი შეადგინა.


„ვოლტმა” გასულ წელს კურიერების მოზიდვაზე 25.4 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო „გლოვომ” 13.6 მილიონი ლარი. რაც შეეხება ადმინისტრაციის შრომის ანაზრაურებას, 2021 წელს „ვოლტმა“ 3.2 მლნ ლარი, ხოლო „გლოვომ“ 1.8 მლნ ლარი გასცა.


ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „ვოლტის” აქტივები 12.6 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 12.59 მლნ ლარს. „გლოვოს” აქტივები 15 მილიონი ლარისგან შედგება, სულ ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი კი 15 მლნ. ლარია.



„გლოვოს“ წარმომადგენლობა კომპანიის ზარალთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელს ზარალი განპირობებული იყო იმით, რომ „გლოვო“ საკუთარი ქსელის განვითარებისთვის ინვესტიციებს დებს.


Glovo, როგორც ლიდერი მულტი კატეგორიული პლატფორმა საქართველოს ბაზარზე, უკვე ოთხი წელია ქმნის უნიკალურ შესაᲫლებლობებს მომხმარებლებისთვის, პარტნიორი კომპანიებისა თუ კურიერებისთვის.


ჩვენი ლიდერობა, ამ ეტაპზე არ არის გამოხატული კონკრეტულ მომგებიან ციფრებში, ვინაიდან კომპანიის განვითარების ამ ეტაპზე Ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა მაქსიმალურად ეფექტიანი ბიზნეს გარემო Შევქმნათ ჩვენი პარტნიორებისთვის რაც კვლავ ემსახურება Ჩვენს საერთო მიზანს მომხმარებლების კომფორტის ზრდას და კმაყოფილებას რომელიც თავისმხრივ აისახება ჩვენი ლოიალური მომხმარებლების ზრდის პოზიტიურ დინამიკაში რასაც უკვე წლებია წარმატებით ვართმევთ თავს.


დღეს, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი სერვისების Შეთავაზება, ინოვაციურ პროექტებზე მუᲨაობა და მდგრად განვითარებაზე ფოკუსირება.


რა თქმა უნდა მომგებიანობა Ჩვენთვის მნიᲨვნელოვანი ეტაპია კომპანიის განვითარების გზაზე რომელისკენაც მივდივართ სწრაფი და ამავდროულად Ჩვენი სტრატეგიის Შესაბამისი ტემპებით. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ მომენტისთვის სრულად ვართ ორიენტირებული ინოვაციურ პროექტებზე, ახალი პარტნიორებისა და კურიერების მოზიდვაზე, რომ მომხმარებლებისთვის ყველა პროდუქტი და სერვისი გავხადოთ ხელმისაწვდომი.” - განმარტავს Glovo საქართველოს ფინანსური დირექტორი, საბა მჭედლიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up