ფიტნეს კლუბმა World Class-მა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბში ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დარბაზის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა:
გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩვენს კლუბში COVID-19-ის შემთხვევა გამოვლინდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ჩვენი თანამშრომელი და კლუბის წევრი არ არის ინფიცირებული.
World Class სრულად აცნობიერებს, რომ კორონავირუსული პანდემია გლობალური პრობლემაა, ამიტომაც პანდემიის პირველივე დღეებიდან უდიდეს ყურადღებას უთმობს ყველა არსებული რეგულაციისა და პრევენციული ზომების მაქსიმალურ შესრულებას.
ადამიანებს, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ამ დეზინფორმაციიის გავრცელება.
იმ შემთხვევაში, თუ კლუბში მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდება, ჩვენ, შესაბამის ორგანოებთან ერთად, ვიქნებით პირველები, ვისგანაც საზოგადოება მყისიერად მიიღებს ინფორმაციას.
World Class-ის ადმინისტრაცია.— წერია განცხადებაში