მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) ვაჭრობის ზრდის პერსპექტივას ამცირებს.
WTO ტვიტერზე წერს, რომ გადახედავს 2022 წლის ვაჭრობის პროგნოზს 3%-მდე 4.7%-დან, რადგან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და გაგრძელებული COVID19 ამძიმებს მსოფლიო ვაჭრობას.
WTO-ს ინფორმაციით, 2023 წლისთვის ვაჭრობის 3.4%-იან ზრდაა მოსალოდნელი, მაგრამ გასათვალისწინებელია რისკები, მათ შორის სასურსათო კრიზისი და ვირუსის შესაძლო აფეთქება.
რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკას, WTO 2,8%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზს 1,3 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. ორგანიზაციის ინფორმაციით, მშპ 2023 წელს 3.2%-ით გაიზრდება.