გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) მონაცემის მხიედვით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა 1.5 მილიონმა უკრაინელმა ბავშვმა დატოვა. ომის დაწყების დღიდან, 24 ტებერვლიდან, უკრაინას ყოველდღიურად ტოვებდა 75 000 ბავშვი.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ჯეიმს ელდერის შეფასებით, განსაკუთრებით შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ წუთში ერთხელ საკუთარ ქვეყანას ტოვებდა 55 ბავშვი ანუ თითქმის ყოველ წამში ერთხელ ლტოლვილი ხდებოდა ერთი ბავშვი.