წყალმომარაგება-წყალარინების გაუმჯობესებისთვის საქართველოს საფრანგეთი 30 მლნ. ევროს აძლევს

წყალმომარაგება-წყალარინების გაუმჯობესებისთვის საქართველოს საფრანგეთი 30 მლნ. ევროს აძლევს

access_time2022-01-29 14:30:08

28 იანვარს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და AFDის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სესილ კუპრემ.

„AFD ის მიერ ამ რეფორმის მხარდაჭერა სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ.

აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად გასულ წელს გამოყო ფინანსური რესურსი ორ ტრანშად, 115,310,000 ევროს ოდენობით.

საქართველომ 2021 წლის იანვარში პირველი ტრანშის სახით მიიღო 70,960 მლნ ევრო, ხოლო 2021 წლის დეკემბერში - მეორე ტრანში 44,350 მლნ ევროს ოდენობით.


ADB-ის პროგრამის მეორე ტრანშის, 30 მლნ ევროს ოდენობით თანადაფინანსებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს გააუმჯობესოს მმართველობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, გააძლიეროს ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვა, ასევე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) ინსტიტუციური შესაძლებლობები.

ხელმოწერის ცერემონიაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ დღეს ხელმოწერილი შეთანხმების მიზნები, ისევე, როგორც 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს განვითარებას.

თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად განაგრძოს პარტნიორობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up