ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბნის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„ამ დროისათვის მიმდინარეობს სისტემების ტესტირება,რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივები წყალს უწყვეტ რეჟიმში პირველად მიიღებენ.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, ორი ჭაბურღილი და საქლორატორო.
სოფელში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლების განმავლობაში არ არსებობდა და ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭების მეშვეობით იღებდნენ.
ზაფხულის პერიოდში, ჭაში არსებული წყლის დებიტი კლებულობდა, შესაბამისად, ადგილობრივებს წყალმომარაგების კუთხით პრობლემები ექმნებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.