საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარძეულის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„პროექტს, წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებს 9 მილიონამდე ლარი მოხმარდება.
პატარძეულში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, გამომდინარე აქედან, ამ დროისთვის ადგილობრივებს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ.
სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი, წყლის სათავე ნაგებობები და სატუმბო სადგური.
პროექტის დასრულება 2023 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, შედეგად სოფელ პატარძეულში, ათწლეულების განმავლობაში უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივები სტაბილური წყალმომარაგებით შეძლებენ სარგებლობას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.