„წყალქვეშა გადამცემი კაბელით ევროპა ქართულ მწვანე ენერგიას მიიღებს“- გიორგი აბრამიშვილი

„წყალქვეშა გადამცემი კაბელით ევროპა ქართულ მწვანე ენერგიას მიიღებს“- გიორგი აბრამიშვილი

access_time2022-04-19 12:55:09

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

პროექტი საქართველოსა და რუმინეთს შორის მაღალი ძაბვის 1,195 კმ სიგრძისა და 1 გვტ სიმძლავრის კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. უკვე ჩატარებულია წინასწარი შეფასებები პროექტის როგორც ეკონომიკურ, ისე ტექნიკურ ასპექტებზე, რომელთა შედეგების მიხედვით, მსგავსი ურთიერთკავშირი დადებითად აისახება როგორც რუმინეთის, ისე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებსა და ეკონომიკებზე. აღნიშნულ საკითხს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი გამოეხმაურა.



„ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ გვჭირდება გრძელვადიანი გეგმა და კონკრეტული ნაბიჯები რუსეთზე იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად. შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. რუმინეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან დაკავშირება ჩვენთვის ახალი ბაზრისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნას ნიშნავს. ეს არის რეალური შესაძლებლობა, მივუერთდეთ ევროპულ ენერგოსისტემას და ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენი მწვანე ენერგია მივაწოდოთ.


აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი განახლებადი ენერგორესურსების ათვისება აქტიურად უნდა გავაგრძელოთ. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტზე წელიწადში საშუალოდ 70 მილიონ დოლარს ხარჯავს. “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ (GRPC) პროგნოზის თანახმად, თუ საკუთარი გენერაცია არ გავზარდეთ, 2030 წლისთვის საქართველოს იმპორტში ყოველწლიურად 600 მლნ დოლარის გადახდა მოუწევს. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ გავზარდოთ გენერაცია, დავაკმაყოფილოთ ელექტროენერგიაზე შიდა მოთხოვნა და მოვახდინოთ მეტი ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას ეკონომიკურად გააძლიერებს.

რადგან ექსპორტის გაზრდაზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა  და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძალისხმევით, თურქეთში საქართველოდან  იმპორტისთვის დაშვებული ელექტროენერგიის მაისის თვის კვოტა, რომელიც 150 მგვტ–ს შეადგენდა, თურქეთის სისტემის ოპერატორთან მოლაპარაკებების შედეგად წელს 75 მგვტ–ით გაიზარდა. შედეგად ქართული ენერგოკომპანიები შეძლებენ ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავლის წყაროა ქვეყნისათვის. ამავდროულად, კვოტის გაზრდა ქმნის იმის წინაპირობას, რომ ენერგოკომპანიებმა ჭარბი წყალი არ დაღვარონ. ეს არის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის კარგი მაგალითი და იმედი გვაქვს, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა მან.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up