დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების განაწილების საკითხზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საცხოვრებელი ფართებს უმძიმეს პირობებში, ნგრევად შენობებში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები მიიღებენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ჯამში, ყოფილი სანატორიუმების 15 შენობის დახურვის საკითხი განიხილება.
კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ, დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.