წყვილები, რომლებმაც მილიარდ დოლარიანი ბიზნეს იმპერიები ერთად შექმნეს

წყვილები, რომლებმაც მილიარდ დოლარიანი ბიზნეს იმპერიები ერთად შექმნეს

access_time2021-11-21 17:00:03

შესაძლოა, ბიზნესის წარმატების მთავარი გასაღები სიყვარულიც იყოს და ამის პრეცედენტები მსოფლიოში არსებობს კიდეც. ისინი ამბობენ, რომ უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.

წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებმაც მილიარდ დოლარიანი კაპიტალი ერთობლივი ძალებით შექმნეს და სამაგალითო სიყვარულისა და თაამშრომლობის სიმბოლოებად იქცნენ.


ან შიი და ჟანგ სინი - SOHO China

დაქორწინებულმა წყვილმა პან შიიმ და ჟანგ სინმა Hongshi Development Company ჩინეთში 1995 წელს დააარსეს. როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, პანი უძრავი ქონების ინვესტორად უკვე მუშაობდა, ჟანგი კი ქარხნის მუშა იყო. მოგვიანებით ჟანგმა კემბრიჯის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო და საინვესტიციო ბანკირი გახდა. წყვილის ქონება ერთად 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. პანი კომპანიის თავმჯდომარეა, ჟანგი კი აღმასრულებელი დირექტორი.

Hongshi Development Company შანხაიში და პეკინში საოფისე კოშკებს აშენებს და ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზეს წარმოდგენილი.


დორის და დონ ფიშერი - Gap

დონალდ და დორის ფიშერებმა თავიანთი პირველი Gap-ის მაღაზია 1969 წელს გახსნეს. ჯინსების მაღაზიას თავდაპირველად Pants and Wheels ერქვა, სანამ დორისმა მეუღლეს სახელის ბრედის შეცვლა არ შესთავაზა, ასე წარმოიშვა Generation Gap. კომპანია ახლა ფლობს Banana Republic, Old Navy და Athleta ტანსაცმლის ბრენდებს.

დონი 2009 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, დორისი კი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. კომპანიის დირექტორთა საბჭოში წყვილის სამი ვაჟი მსახურობს. ოჯახის საერთო ქოება 8,9 მილიარდი დოლარია.

დო ვონი და ჯინ სუკ ჩანგები – Forever 21

დო ვონი და ჯინ სუკ ჩანგი შეერთებულ შტატებში სამხრეთ კორეიდან 1981 წელს ჩავიდნენ. სამი წლის შემდეგ მათ ლოს ანჯელესში ტანსაცმლის მაღაზიის გასახსნელად 11000 დოლარი დახარჯეს. თავდაპირველად მაღაზიას Fashion 21 ერქვა. ბიზნესი სწრაფი მოდის გლობალური ბრენდი მალე გახდა და რებრედიგინის შედეგად მსოფლიოში Forever 21 -ის სახელით გავიდა. დონგ ვონი და ჯინ სუკ ჩანგი 1,5 მილიარდ დოლარს ფლობენ.



სერ ფილიპ და ლედი კრისტინა გრინი - Arcadia Group

ბრიტანელი წყვილი სერ ფილიპი და ლედი კრისტინა გრინი ცნობილია Arcadia Group-ის მეშვეობით სწრაფი მოდის ბრენდების, მათ შორის Topshop, Topman, Dorothy Perkins და Miss Selfridge-ის ფლობით.

კრისტინა Arcadia-ს ერთ-ერთი კომპანიის, Taveta Investments-ის მფლობელია. წყვილი 1990 წელს დაქორწინდა, ბიზნესი კი 2000 წელს British Home Stores (BHS) შეძენით დაიწყეს. ამ შესყიდვის შემდეგ მათ 2002 წელს Arcadia Group შეიძინეს. ჰყავთ ორი შვილი.

წყვილის ერთობლივი წმინდა ქონება კვლავ 2,4 მილიარდი დოლარია

სტიუარტი და ლინდა რეზნიკი - Wonderful Company

8 მილიარდი დოლარის ქონებით, სტიუარტი და ლინდა რეზნიკები Wonderful Company-ს ფლობენ, რომელიც აწარმოებს Fiji Water-ს, ბროწეულის წვენს, ფისტას, ნუშის და მანდარინს.

მათ ერთმანეთი 1970 წელს გაიცნეს, მაშინ ორივე განქორწიებული იყო. 1979 წელს კი დაქორწინდნენ და ბიზნეს კარიერა გაკოტრებული ყვავილების მიწოდების სერვისის, Teleflora-ს შეძენით დაიწყეს.

ისინი ახლა ფლობენ საკონტროლო წილს კალიფორნიის ერთ-ერთ უდიდეს მიწისქვეშა წყალსაცავში. The Wonderful Company-ს წლიური შემოსავალი 5 მილიარდ დოლარზე მეტია.


ბილ და მელინდა გეითსი - Bill & Melinda Gates Foundation

ბილ გეითსი, რომელმაც 1975 წელს ტექნიკური გიგანტი, მაიკროსოფტი დააარსა, ასევე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 1987 წელს ბილმა კომპანიის პროდუქტის მენეჯერად მელინდა ფრენჩი დაიქირავა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და 1994 წელს დაქორწინდნენ. მას შემდეგ წყვილმა კოლოსალური ოდენობის თანხის გამომუშავება შეძლო. მხოლოდ Bill & Melinda Gates Foundation -ს 35,8 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირეს.

მათი ფონდის მეშვეობით, წყვილი მუშაობდა გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე. 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ბილი და მელინდა განქორწინდნენ, თუმცა ფონდში ერთად მუშაობას აგრძელებენ.

ბილ გეითსის ქონება ამჟამად 138.6 მილიარდი დოლარია. მელინდასი კი 2.4 მილიარდი დოლარია.~


კენეტი და დაიან ჰენდრიქსი - ABC Supply

დაიანმა და კენ ჰენდრიქსმა ერთმანეთი სამშენებლო მცირე ბიზნესში მუშაობის დროს გაიცნეს. 1982 წელს მათ საკუთარი ცოდნა საბინაო და სახლის კეთილმოწყობის ბაზრების შესახებ გააერთიანეს და ABC Supply დააარსეს. ამჟამად კომპანია სახურავებისა და ვინილის საფარის უდიდესი საბითუმო მოვაჭრეა შეერთებულ შტატებში. კენეტი 2007 წელს ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გარდაიცვალა, კომპანიას მას შემდეგ დაიანი მართავს.

მან მოლაპარაკება მოახდინა მის ორ უმსხვილეს შესყიდვაზე, 2010 წელს შეიძინა კონკურენტი ფირმა Bradco და 2016 წელს დისტრიბუტორი L&W Supply. Forbes-ის მონაცემებით, ABC Supply-ის შემოსავალმა 2020 წელს 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ამჟამად დაიანი 11,9 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

წყარო : ovemoney.com, "ბიზნესპრესნიუსი"






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up