"საჯაროდ მიიღებს პასუხს აუცილებლად. ის და მთელი მისი შანტრაპა, რომელიც იმ საროსკიპოშია შეკრებილი".- კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ვახო სანაიას დაემუქრა გაჩეჩილაძეებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო.
"ამის შემდეგ ლაპარაკი, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება და რაღაცა გამოხატვის თავისუფლება არის დარღვეული, დამთავრებულია. მან თავისი ნებით შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში, ამიტომ მოლოდინი ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხყოფის სივრცეში არსებობს. უნდა იცოდეს, რომ ძალიან ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მოერიდოს, რომელიც ამ ოჯახს პატივს სცემს, ვინც ამ ოჯახის მეგობრად თვლის თავს და დიდ პატივს სცემს გია და ლევან გაჩეჩილაძის მშობლებს". - ამბობს გოგა ხაინდრავა
20 აპრილს მომღერალ გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) აქცია დაანონსა სანაიას საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად: "ერთადერთ რაღაცას, რასაც ვაპირებთ, ვაპირებთ მოსვლას, დგომას და, თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, აი, ასე მდუმარედ რა, სანამ ადამიანების გულებში არ აღიძრება სამართლიანობის მომენტი, რა".
უცნობი დაკავებულებს პოლიტპატიმრებად და მედიაპატიმრებად მოიხსენიებს.
Tabula.ge