ხალიკ ბანკი, იშ ბანკი, კრედო ბანკი - აქტივების წლიური ზრდის ტემპით ლიდერები შუალედური ბანკები არიან

ხალიკ ბანკი, იშ ბანკი, კრედო ბანკი - აქტივების წლიური ზრდის ტემპით ლიდერები შუალედური ბანკები არიან

access_time2021-12-23 10:00:18

საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომა 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს. 2021 წლის ოქტომბერში სექტორის აქტივების ზომა წინა თვესთან შედარებით 1.03 მილიარდით, 59.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც სექტორის ზომის რეკორდული მაჩვენებელია.



აღსანიშნავია, რომ წინა წლის მესამე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში აქტივების წლიური ზრდით შუალედური რგოლის ბანკები გამოირჩევიან.



2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, კომერციული ბანკების რეიტინგი აქტივების ზრდის ტემპის მიხედვით ასე ნაწილდება:


ხალიკ ბანკი - 846,691,048 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 40%

იშ ბანკი - 393,378,123 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 21.3%


კრედო ბანკი - 1,572,574,588 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 20.4%

ზირაათ ბანკი - 146,329,620 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 11.5%

თიბისი ბანკი - 22,976,021,861 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 10%

ვითიბი ბანკი - 2,123,407,924 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი - 9%

პროკრედიტ ბანკი - 1,868,640,844 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი -7.2%

საქართველოს ბანკი - 20,667,199,328 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 6.9%

ტერაბანკი - 1,324,566,476 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 6.9%

ლიბერთი ბანკი - 2,890,120,691 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 4.6%

სილქ როუდ ბანკი - 90,554,093 ლარი, აქტივების წლიური კლების ტემპი 3.2%.

პაშა ბანკი - 448,213,035 ლარი, აქტივების წლიური კლების ტემპი - 3.4%

ბაზის ბანკი - 1,650,410,398 ლარი, აქტივების წლიური კლების ტემპი -5%

ქართუ ბანკი - 1,302,415,459 ლარი, აქტივების წლიური კლების ტემპი -7.6%.


თეგები:
აქტივები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up