ხალხი მკაფიოდ იკითხავს – რა გააკეთეთ, რათა უკრაინელები არ დაეხოცათ? – ერმაკი საქართველოზე

ხალხი მკაფიოდ იკითხავს – რა გააკეთეთ, რათა უკრაინელები არ დაეხოცათ? – ერმაკი საქართველოზე

access_time2022-03-26 10:21:00

ხალხი მკაფიოდ დასვამს კითხვას - რა გააკეთეთ, რათა უკრაინელები არ დაეხოცათ? - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე საუბრისას.

ლოდინი არ არის საჭირო, მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს გამოჩნდა, რომ ადამიანები მსოფლიოში სხვანაირები არიან. დრეს მთავრობები და პოლიტიკოსები ვერ ასწრებენ, მიჰყვნენ ხალხს, ისევე როგორც ქართველი ხალხი. შეიძლება, მოიფიქროთ, როგორ იყოს ამასთან და იმასთან კარგად, მაგრამ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მან თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და მხოლოდ დროის საკითხია, როცა ეს ხალხი ძალიან მკაფიოდ დასვამს შეკითხვას - რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ძმები, უკრაინელები არ დაეხოცათ? რას აკეთებთ როცა მათ დღეს ხოცავენ? თქვენ დემოკრატიული ქვეყანა ხართ და დღეს მე ვთვლი რომ თქვენც ასევე ძალიან დიდი ფასი გადაიხადეთ იმისათვის, რომ ყოფილიყავით დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, ამიტომ დიდი მადლობა თქვენ.

მე მინდა, მოკითხვა გადავცე ქართველ ხალხს, ჩემს მეგობრებს, მადლობა ვუთხრა მათ მხარდაჭერისთვის - უბრალო ქართველებს. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებიც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ. მინდა გითხრათ, რომ ამას არასდროს დავივიწყებთ, ეს სიტყვებზე მეტია, ეს არის ნამდვილად მეგობრობა. მე მჯერა ქართველი და უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის და, მოდით, პოლიტიკოსები მოერგონ იმას, რასაც ითხოვს და რაც სჭირდება ხალხს. - ამბობს ერმაკი ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი]   

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია არ შეესაბამება იმას, რასაც ქართველები გრძნობენ.


მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ არ შეესაბამება იმას, რასაც გრძნობენ უბრალო ქართველები. მე მუდმივად ვესაუბრები ჩემს ქართველ მეგობრებს, მე ვიცი, როგორ უჭერენ მხარს [უკრაინას] მე ვიცი, რამდენი ქართველი იღებს მონაწილეობას, უშუალოდ იცავს უკრაინას. არიან გმირები, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიღუპნენ. რა თქმა უნდა, ისინი აქ იცავდნენ არა მხოლოდ უკრაინას, ისინი აქ იცავდნენ საქართველოს. მე მყავს მეგობრები, რომელთა ქართველი შვილები აქ წინა ხაზზე დგანან. ისინი დღეს ჩემს ქვეყანას იცავენ, ამასთან, ისინი არიან ქართველები.  მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია უპირობოდ იწვევს ეჭვს. - თქვა მან. [ფორმულას თარგმანი] 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up