ხალხის მხრიდან ინოვაციების სიყვარულმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა - ელექტრო სკუტერით გადაადგილება საათში 21 ლარი ღირს

ხალხის მხრიდან ინოვაციების სიყვარულმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა - ელექტრო სკუტერით გადაადგილება საათში 21 ლარი ღირს

access_time2020-04-30 14:00:00

უკვე სამი დღეა, რაც დედაქალაქში ელექტრო სკუტერების გაზიარების სისტემა გამოჩნდა. რასაც სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება ამ სერვისის ფასის გამო მოჰყვა. მომხმარებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთი წუთი 35 თეთრი სკუტერისთვის, რაც საათში მინიმუმ 21 ლარია, ადგილობრივებისთვის შეუფერებელი ფასია.


პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. მიუხედავად ფასთან დაკავშირებული აჟიოტაჟისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლების აქტიურობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც „სქროლის“ წარმომადგენელი დანიელ დოინიცინი „კომერსანტთან“ განმარტავს, ფასი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია და დარწმუნებულია, რომ ამ სერვისით სკუტერები ქალაქში მანქანების რაოდენობის შემცირებასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას შეუწყობს  ხელს.


„უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს „სქროლს“. ხალხის მიერ ინოვაციების სიყვარულმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა.გვიხარია და მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მომხმარებლის. ფასი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დადგინდა და ამით უკმაყოფილო საზოგადოების სულ მცირე, დაახლოებით 1%-ია.სოციალურ ქსელში კი სხვა აჟიოტაჟი ატყდა და მესმის ეს განწყობები. ჩვენ დიდი ხანია ქართულ ბაზარს ვსწავლობთ და გვგონია, რომ მანქანების შემცირებას ნამდვილად შევძლებთ ამ ქალაქში, რაც ნაკლებ დაბინძურებას ნიშნავს.ასევე „სქროლს“ აქვს მესამე პირის დაზღვევა. მაგალითად, თუ მომხმარებელი „სქროლვისას“ ვინმეს ეჯახება ან მანქანას დააზიანებს, ის მესამე პირი ჩვენგან დაზღვეულია“ - აღნიშნავს დანიელ დოინიცინი,  კომპანია „სქროლის“ ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.



კორონავირუსის პანდემიისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო ზოგ ქვეყნებში მოსახლეობა გადაადგილების ალტერნატიულ გზებს ეძებს. ამერიკის ზოგიერთ შტატსა და ევროპის რიგ ქალაქებში სკუტერებით გადაადგილება უსაფრთხოების კუთხით აკრძალულია. თუმცა, კომპანიები Lime , Bird, Wind, LYNX-ი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ, იქ სადაც საკარანტინო ზომები შედარებით შემსუბუქებულია.


ელექტრო სკუტერების ერთი წუთით დაქირავება პარიზში 0,15 ევრო ღირს,  ერთი საათი კი 10 ევრო ჯდება.განსხვავებული მდგომარეობაა ბარსელონაში, სადაც მთელი დღით კომპანია LYNX-ი  სკუტერებს 20 ევროდ აქირავებს.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up