„ხანდაზმულ ადამიანს ვუყურებ როგორც ადამიანს, რომლის სისტემაც გადატვირთვას საჭიროებს“ - მეცნიერებმა დაბერების შესწავლაში საკვანძო ეტაპს მიაღწიეს

„ხანდაზმულ ადამიანს ვუყურებ როგორც ადამიანს, რომლის სისტემაც გადატვირთვას საჭიროებს“ - მეცნიერებმა დაბერების შესწავლაში საკვანძო ეტაპს მიაღწიეს

access_time2023-01-16 22:00:43

13-წლიანი კვლევის შემდეგ, ექიმმა დევიდ სინკლერმა და მისმა კოლეგებმა საბოლოოდ უპასუხეს კითხვას, თუ რა იწვევს დაბერებას. 12 იანვარს Cell-ში გამოქვეყნებულ კვლევაში გენეტიკის პროფესორი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პოლ ფ. გლენის დაბერების კვლევის ბიოლოგიის ცენტრის თანადირექტორი, დევიდ სინკლერი აღწერს დაბერების ინოვაციური მექანიზმს, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს ან შეცვალოს უჯრედის ასაკი. სინკლერის კვლევის მიხედვით, თუ აქამდე მიიჩნეოდა, რომ დაბარებაზე პასუხისმგებელი დნმ-ის მუტაციები იყო, ახალი კვლევის მიხედვით გენომის სხვა ნაწილზე  ეპიგენომზეა დამოკიდებული უჯრედების დაბერება-გაახალგაზრდავების პროცესი.



Cell Paper-ში სინკლერი და მისი გუნდი აცხადებენ, რომ მათ არა მხოლოდ შეუძლიათ თაგვების დაბერება დაჩქარებულ ვადებში, არამედ ამ დაბერების შედეგების შებრუნება და ცხოველებისთვის ახალგაზრდობის ზოგიერთი ბიოლოგიური ნიშნის აღდგენა. ეს იმ ფაქტს ამტკიცებს, რომ დაბერების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი არის არა დნმ-ის მუტაციები, არამედ არასწორი ეპიგენეტიკური ინსტრუქციები.



მეცნიერები აქამდე ყურადღება ამახვილებდნენ დნმ-ის მუტაციებზე, რომლებსაც დროთა განმავლობაში უჯრედის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა და უჯრედების სიკვდილის გამოწვევა შეუძლიათ. მაგრამ ეს თეორია არ იყო დამაჯერებელი იმის გამო, რომ ხანდაზმული ადამიანების უჯრედებში ხშირად არ ხდებოდა მუტაციები, რაც მათ დაბერებას იწვევდა.

 



სინკლერმა ყურადღება გაამახვილა გენომის სხვა ნაწილზე, რომელსაც ეპიგენომი ეწოდება. ვინაიდან ყველა უჯრედს აქვს ერთი და იგივე დნმ-ის სქემა, ეპიგენომი არის ის, რაც კანის უჯრედებს კანის უჯრედებად აქცევს, ხოლო ტვინის უჯრედებს ტვინის უჯრედებად. ეს უჯრედებისთვის სხვადასხვა ინსტრუქციების მიწოდებით ხორციელდება. ეპიგენეტიკა იმ ინსტრუქციების მსგავსია, რომლებსაც მკერავები შაბლონებიდან მაისურების, შარვლების ან პიჯაკის შესაქმნელად იყენებენ. საწყისი ქსოვილი იგივეა, მაგრამ ნიმუში განსაზღვრავს, თუ რა ფორმასა და ფუნქციას მიიღებს საბოლოო ნაწარმი, წერს Time-ი.

 

 

სინკლერი დიდი ხანია ვარაუდობს, რომ დაბერება კრიტიკული ინსტრუქციების დაკარგვის შედეგია, რომელიც უჯრედებს ფუნქციონირების გასაგრძელებლად სჭირდება. ამას ის დაბერების ინფორმაციულ თეორიას უწოდებს.

 

„სიბერის საფუძველი არის ინფორმაცია, რომელიც უჯრედებში იკარგება და არა მხოლოდ არსებული დაზიანებები. ეს არის პარადიგმის ცვლილება, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ დაბერებაზე, - ამბობს სინკლერი.

 

 

თაგვებში უჯრედების გაახალგაზრდავება ერთია, მაგრამ იმუშავებს ეს პროცესი ადამიანებში? სინკლერის გუნდი ამ სისტემას არაადამიანურ პრიმატებზე უკვე ამოწმებს.

 

 

„ჩვენ არ გვესმის, როგორ მუშაობს გაახალგაზრდავება, მაგრამ ვიცით, რომ ის მუშაობს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მეთოდი სხეულის ნაწილების გასაახალგაზრდავებლად და იმედია მივიღებთ წამლებს, რომლებიც რევოლუციური იქნება. ახლა, როდესაც ვხედავ ხანდაზმულ ადამიანს, მე არ ვუყურებ მას როგორც მოხუცს, უბრალოდ ვუყურებ მას, როგორც ადამიანს, რომლის სისტემაც გადატვირთვას საჭიროებს,” - აცხადებს სინკლერი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up