„ხარვეზები კანონმდებლობაში დაძლეულია- 2021წელს მთავარი გამოწვევა მომხმარებლებში და ეკონომიკურ აგენტებში ნდობის კიდევ უფრო განმტკიცება იქნება“ -  ირაკლი ლექვინაძე

„ხარვეზები კანონმდებლობაში დაძლეულია- 2021წელს მთავარი გამოწვევა მომხმარებლებში და ეკონომიკურ აგენტებში ნდობის კიდევ უფრო განმტკიცება იქნება“ - ირაკლი ლექვინაძე

access_time2020-12-29 12:15:32

არის თუ არა ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი კონკურენტული გარემო, გამოვლინდა თუ არა დომინანტი ბიზნეს სუბიექტს მიერ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტები და ჰქონდა თუ არა ადგილი არაკეთილსინდისიერ კონკურენციის ფაქტებს. როგორ იმუშავა 2020 წელს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, რომლის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის განხორციელებაა. საკითხზე „კომერსანტთან“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.


„უნისონი“ „ალდაგის“ წინააღმდეგ, „ჯი-თი მოტორსი“ „ჯ.თ. მოტორსის“ წინააღმდეგ, „ჯევერს დეველოპმენტი“ „აუთდორ.ჯის“ წინააღმდეგ - ეს იმ საქმეების ჩამონათვალია, რომელზეც 2020 წელს სააგენტომ იმუშავა. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ყველა საქმე და ქეისი, მიუხედავად საქმის კვალიფიკაციისა, გამორჩეულად საინტერესოა, განსხვავებულია შინაარსობრივად და ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს.


„მიმდინარე წელს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა 3 მოკვლევის საქმე. სამივე შემთხვევაში, ორივე მხარეს, ბიზნეს სუბიექტები იდგნენ და, ვფიქრობ, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მივიღეთ. კერძოდ, ერთ შემთხვევაში -  გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მომსახურების ბაზარზე დადგინდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მოპასუხეს დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაიცა რეკომენდაცია. ხოლო, ორ შემთხვევაში - დადგინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. მათ შორის „ჯ.თ. მოტორსის“ მიერ კონკურენტის მიმართ განხორციელებული ქმედება შეფასდა დარღვევად. მოკვლევის პროცესშივე  იქნა  კანონდარღვევის ფაქტი აღმოფხვრილი და ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ყველა სადავო სარეკლამო რგოლი კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი. რაც შეეხება „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებულ მოკვლევას კონკურენტი კომპანიის წინააღმდეგ - მიუხედავად იმისა,  რომ მოკვლევის პროცესშივე ფაქტი მოპასუხე კომპანიამ დაადასტურა, რაც მათ მიერ თანამშრომლისთვის წერილობითი საყვედურის გამოცხადებაში გამოიხატა, მას ასევე დაევალა  რეპუტაციის შემლახავი ცნობების  უარყოფა. 

 

ამჟამად, მიმდინარეობს მოკვლევის 2 საქმე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე  - ერთი ტურისტულ სექტორში და მეორე ტექნიკით ვაჭრობის სფეროში. ასევე 1 საქმე შეთანხმებულ მოქმედებაზე, რომლის დადგენის პროცესი საკმაოდ რთულია. ამ მხრივ, აღნიშნული ქეისი ძალიან საინტერესოა. სამივე მოკვლევის შედეგები დაინტერესებული მხარეებისთვის  2021 წლის  პირველ კვარტალში ცნობილი იქნება“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

 

„კომერსანტთან“ საუბარში სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი კონკურენციის სააგენტოსთვის გამორჩეულია. მისი თქმით, მიღებული იქნა ცვლილებები ,,კონკურენციის შესახებ კანონში’’, რომელიც კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების კომპონენტს აძლიერებს, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტოს ახალი ფუნქციები ემატება.

 

„2020 წლის 4 ნოემბრიდან სააგენტო ახალი უფლებამოსილების ფარგლების რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და აღნიშნული თარიღიდან შემოსული ყველა საჩივარი დაექვემდებარება მიღებულ რეგულაციას. შესაბამისად, როცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაზე, კანონი  ითვალისწინებს სანქციას - ბრუნვის 1%-მდე ოდენობით. მაშინ, როცა ამ დრომდე, სააგენტო ახორციელებდა მხოლოდ დარღვევის ფაქტის დადგენას და აღმოუფხვრელობის ან განმეორებითობის შემთხვევაში უწყება იყო შეზღუდული.

ამ მხრივ, საყურადღებოა კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გულისხმობს ევროკავშირში აპრობირებული  მიდგომის დანერგვას საქართველოში. კერძოდ, ეკონომიკური აგენტების ადგილზე მოულოდნელი შემოწმების შემთხვევაში სასამართლო აღარ მოახდენს მათ წინასწარ ინფორმირებას, რაც შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ასევე, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების სრულყოფილად შესწავლის საჭიროებიდან გამომდინარე - მოკვლევის მაქსიმალური ვადა 10 თვის ნაცვლად,18 თვით  არის განსაზღვრული, ასევე სხვა მარეგულირებლებთან ერთად ჰარმონიზირებული ხდება კანონმდებლობა და კონკურენციის პრინციპების დარღვევასთან მიმართებაში გადაწყვეტილებები ერთიანი მიდგომით იქნება მიღებული“. - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



ირაკლი ლექვინაძე გვიყვება, რომ სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა  - ხარვეზები კანონმდებლობაში დაძლეულია. მისი თქმით 2021წელს მთავარი გამოწვევა იქნება ნდობის კიდევ უფრო მეტი განმტკიცება მომხმარებლებში და ეკონომიკურ აგენტებში, მომხმარებელთა უფლებების კანონმდებლობის მიღება, მისი იმპლემენტაცია და უკვე მიღებული ანტიდემპინგური კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება.


„ნდობის განმტკიცებას ემსახურება ყველა ის ქეისი, რომელიც სამართლიანად იქნება კონკურენციის სააგენტოს მიერ დასრულებული და მისი შედეგები გაივლის სასამართლო კონტროლს, ანუ სასამართლოც დაადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილების მართებულობას. თუ ვისაუბრებთ ფაქტებით, დღეის მდგომარეობით, გვაქვს შემდეგი მონაცემები: სააგენტოს სასარგებლოდ - კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით - 7 საქმეზე დავა დასრულებულია.  ამ ეტაპზე, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, სხვადასხვა ინსტანციაში, მიმდინარეობს 11 სასამართლო დავა და არც ერთი სააგენტოს საწინააღმდეგო შედეგით არ დასრულებულა. აქვე გეტყვით, რომ ამ ნაწილში მნიშვნელოვანი დანაკარგია 2004–2014 წლების ვაკუუმი, როდესაც სააგენტო არ არსებობდა და, შესაბამისად, არ იყო კონკურენციის სფეროში ქეისებიც.

აქვე უნდა აღინიშნოს დოკუმენტი, რომელიც სააგენტომ 2020 წელს გამოაქვეყნა და ეხება კონკურენტულ გარემოზე უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასებას (ეს ნიშნავს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებამ და რეაგირებამ როგორი გავლენა მოახდინა ბაზრის შემდგომ გაუმჯობესებაზე). კერძოდ,  სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობის განხორციელება და თავისუფლად გაეცათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავალდებულოდ გამოსაყენებელი საბანკო გარანტიები. სააგენტოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ არ მომხდარიყო სადაზღვევო კომპანიების მთლიანად გამორიცხვა ბაზრიდან, რაც  ბაზარზე მოქმედი სუბიექტების წრეს შეამცირებდა. გადაწყვეტილებების გავლენა განსაკუთრებით აისახა სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიის მოცულობის ზრდაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, დღეს შესაბამის ბაზრებზე, კონკურენტული გარემო მკვეთრად გაუმჯობესებულია“, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.


კონკურენციის სააგენტომ საზოგადოების ყურადღება ასევე სხვადსხვა ბაზრის მონიტორინგის მოკვლევის გარშემო მიიქცია. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი, ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი, ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი, ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები და საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი. 5 ბაზრის შესწავლა ირაკლი ლექვინაძის უწყებამ უკვე დაასრულა. სააგენტოში ჩათვალეს, რომ ამ ბაზრებზე კონკურენციის ხარისხი მაღალია. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენტულ და არაკონკურენტულ ბაზრებთან დაკავშირებით კითხვას პასუხი, იმ დაკვირვებებით და მონიტორინგის შედეგებით უნდა გაეცეს, რომელსაც დღეს სააგენტო ახორციელებს. მისი განმარტებით, კონკურენტულია ბაზარი სადაც კონცენტრაციის დაბალი ხარისხი და ბევრი მოთამაშეა და პირიქით.


„ამ დროისათვის, მიმდინარეობს 2 ბაზრის მონიტორინგი და 1 სააგენტოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასება, რომელიც საპორტო გადაზიდვების სექტორს მოიცავს.

საწვავი სააგენტოს მიერ, მიმდინარე წელს, დამუშავებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ  საწვავის ბაზარი კონკურენციის ხარისხი ბოლო წლებში გაზრდილია. ეს დასტურდება იმპორტიორების და საცალო ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობის ზრდით,  ერთი და იგივე ტიპის საწვავზე - სხვადასხვა სადგურებზე ფასების მრავალფეროვნებით, ასევე წილობრივი პროპორციებით მსხვილ და მცირე ქსელურ გასამართ სადგურებს შორის. 2012 წელს საწვავის იმპორტის მხოლოდ 8 კომპანია, დღეს კი 60–ზე მეტი ახორციელებს. 2012 წელს საცალო ბაზარს მხოლოდ 5 მსხვილი ქსელი აკონტროლებდა, 2020 წლის მონაცემებით კი 5 მსხვილი ქსელის ერთობლივი წილი 60% –ის ფარგლებშია. ოპტიმალურია დროითი პერიოდები, რაც სჭირდება მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების ასახვას ადგილობრივ ბაზარზე. მიუხედავად ამისა მონიტორინგი 2021 წელსაც გაგრძელდება.

ფარმაცია – რაც შეეხება ფარმაციის ბაზარს, ამ ეტაპზე, უწყების მიერ ანალიზი გაკეთებულია მედიკამენტების 6 ძირითად მოთხოვნად ჯგუფზე (ჯამში 120 დასახელების მედიკამენტი). 2019 წლის მდგომარეობით, შეინიშნება ბაზრის მაღალი კონცენტრაცია და ამ  დინამიკას აქტიურად ვაკვირდებით. ბაზარზე გარკვეულწილად შეინიშნება მომხმარებლის ნაკლები ინფორმირებულობა კონკრეტული მედიკამენტების ალტერნატივების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა კონკურენციას კონკურენტულ ჯგუფებზე. ვფიქრობთ, რომ მონიტორინგის ფარგლებში, COVID -19 გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია - 2020 წლის მონაცემების გათვალისწინება, გამომდინარე იქიდან, რომ, სავარაუდოდ, ცვლილებები ბაზრის მოთამაშეების მაჩვენებლებზე იქნება. შესაბამისად, ფარმაციის სფეროს მონიტორინგი 2021 წელს გაგრძელდება. სააგენტო, პარალელურ რეჟიმში, აკვირდება ფარმაციის ბაზარზე არსებულ ფასების დინამიკასაც. თუმცა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფასების კონტროლი ჩვენი მანდატი არ არის. ჩვენი ინტერესის საგანია - ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზების ანალიზი და მათი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან. ზოგადად გეტყვით, რომ ამ ბაზარზე უფრო მეტი კონკურენციისთვის მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მომხმარებლის ძალაუფლება.

მინდა აღვნიშნო, რომ კონკურენციის სააგენტო 2021 წელს სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგის დაწყების გადაწყვეტილებას ახალი მეთოდური დოკუმენტის საფუძველზე განახორციელებს. ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია ემყარება საერთაშორისო გამოცდილებას. ბაზრების შეფასება რამდენიმე კომპონენტის მიხედვით მოხდება, როგორიც არის –  გავლენა ეკონომიკაზე, ბიზნეს გარემოზე, მომხმარებელზე, ბაზრის წილი მშპ–ში და მისი მოცულობა, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, ბაზრის სპეციფიკური სტრუქტურა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ასევე გამოთვლილი იქნება სამონიტორინგე  ბაზრებზე კონცენტრაციის მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვანი კრიტერიუმია გადაწყვეტილების მისაღებად – უნდა მოხდეს თუ არა შერჩეულ ბაზარზე მონიტორინგის დაწყება.

აქვე დავამატებ, რომ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მონიტორინგის პროცესში ეკონომიკური აგენტის მიერ ინფორმაციის მოწოდება სავალდებულოა და მისი არ შესრულების შემთხვევაში - არის შესაბამისი სანქცია“, -განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.


კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სააგენტო გაძლიერებული კანონმდებლობით განახორციელებს ბაზრების და კონკრეტული საქმეების შეფასებას. სწორედ ამიტომ იგი ფიქრობს, რომ 2021 წელი სააგენტოსთვის იქნება აქტიური და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება.ირაკლი ლექვინაძე „კომერსანტთან“ იმ სიახლეებზე საუბრობს, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება.


„1 იანვრიდან სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ საქმიანობას იწყებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო და მისი აპარატი. მიღებული ცვლილებების მიხედვით, დავების განმხილველი საბჭო იფუნქციონირებს, როგორც სრულიად დამოუკიდებელი ორგანო. ცვლილებები ორ ძირითადი მიზანს ემსახურებოდა: 1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და 2.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დავების განხილვის წესის გაუმჯობესება/დახვეწას.

ასევე 1 იანვრიდან ძალაში შედის ანტიდემინგური კანონმდებლობა და სააგენტოში ფუნქციონირებას იწყებს შესაბამისი დეპარტამენტი. კანონის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა დემპინგური იმპორტისგან. პროექტი მომზადდა  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით.  კანონის შესაბამისად, მოკვლევის ორგანო არის საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომელიც საკითხის შესწავლას იწყებს ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებაზე საქართველოს მთავრობა იღებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ასევე, ველოდებით პარლამენტის მიერ მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას, რომლის აღსრულებაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია იქნება. კანონპროექტი ევროდირექტივების სრული გათვალისწინებით არის მომზადებული და ემსახურება მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. კანონის მიზანია დაიცავს მომხმარებელს უსამართლო კომერციული შეთავაზებისგან, აგრესიული მარკეტინგისგან, შეცდომაში შემყვანი რეკლამისგან“ – ამბობს ირაკლი ლექვინაძე. 

 

 ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up