ხაშურის მუნიციპალიტეტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. როგორც ხაშურის მერია კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზზე“ დაყრდნობით იტყობინება ამის მიზეზი გაზსადენზე მომხდარი ავარია გახდა.
მერიის ინფორმაციით, ავარიის შედეგების სალიკვიდაციოდ ყველა ღონისძიება ტარდება და ბუნებრივი აირის მიწოდება, ეტაპობრივად დაიწყება.
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები და ონკანები.