ქალაქ ხაშურში 20 მეტრიანი სადროშე ბოძის მიწოდება-მონტაჟის სამუშაოების შესყიდვისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 19 438 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შესრულდეს. საგარანტიო ვადად კი 3 წელია მითითებული.
ტენდერი 22 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 31 მარტს დაიწყება და 3 აპრილს დასრულდება.