პარლამენტმა „ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

access_time2021-11-02 16:50:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, 8 თანმდევ საკითხთან ერთად განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


კანონის პროექტით, ახლებურად წესრიგდება დაცვითი კატეგორიის ტყესთან, ტყის სტატუსის შეწყვეტასა და ტყის სტატუსის დაბრუნებასთან, მოვლით, სანიტარიულ და სარეკონსტრუქციო ჭრასთან დაკავშირებული საკითხები.


„IX მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა „ტყის კოდექსი“, რომელიც აგებულია ტყის მდგრადი მართვის ისეთ პრინციპებზე, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და ასოცირების ხელშეკრულებით, თუმცა, კანონის მიღების შემდგომ, გამოვლინდა გარკვეული საკითხები, რომლებიც საჭიროებენ დახვეწას რადგან IX მოწვევის პარლამენტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ტყის მდგრადი მართვის ახლებურ მეთოდებს გვთავაზობენ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.


მისი განმარტებით, გარკვეული ცვლილებები დაკავშირებულია ტერმინთა განმარტებებთან და ახლებურ ჩამოყალიბებასთან ისეთი ტერმინებისა, რომლებიც ტყის დაცვისა და ტყის ჭრის წესების განხორციელებისთვის არის აუცილებელი.


მნიშვნელოვანი არსებითი ხასიათის ცვლილებები ეხება ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებს.


წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, ზუსტდება, რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით შესაძლებელი იქნება ტყის საზღვრების კორექტირება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ხაზობრივი ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების ამორიცხვის შემთხვევაში.



კანონპროექტის თანახმად, ტყის აღრიცხვის საფუძველზე, კორექტირების საკითხის დაყენების უფლება მთავრობის წინაშე ეროვნულ სატყეო სააგენტოს ექნება.


ტყის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული მიზნით ტყით სარგებლობის შემთხვევაში.


როგორც მომხსენებელმა განმარტა, ცვლილებებით შემოთავაზებულია ტყით სარგებლობის ისეთი ახალი სახეები, რომელიც ეხება მეფუტკრეობის განვითარებას, ტყის არამერქნული რესურსით სარგებლობას და აკვაკულტურის ლიცენზიის ფარგლებში ტყით სარგებლობას.


ცვლილებები ასევე, ეხება ტყის პირდაპირი წესით სპეციალურ სარგებლობას და დაკავშირებულია აკვაკულტურის ლიცენზიასთან.


„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც აკვაკულტურის ლიცენზიის და ტყით სარგებლობის სპეციალური ნებართვის ინტეგრირება მოხდება და აღმოიფხვრება ბიუროკრატიული მექანიზმები. მეფუტკრეობის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთ შემთხვევაში პირდაპირი წესით სოფლად შესაძლებელი იქნება სატყეო ტერიტორიის გადაცემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დაინტერესებულ პირთათვის ისე, რომ ამაზე აუქციონი არ გამოცხადდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომელიც გამოყოფილ ტყეკაფებს ეხება და მოსახლეობის მიერ ვერ მოხდა მათი ათვისება.


„ტყის კოდექსის ცვლილებების მიხედვით, მათ ამის ათვისების შესაძლებლობა ეძლევათ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც ეხება ტყეში დასაწყობებულ, უკანონოდ მოპოვებულ მერქნულ რესურსს, გამოძიებისთვის წარმოადგენს ნივთმტკიცებას და რომლის ტყიდან გამოტანა გამოძიების დასრულებამდე ვერ ხერხდება.


„წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნივთმტკიცების განკარგვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირის ბრალეულობა არ დადასტურდა“, - განაცხადა მომხსენებელმა.


პარლამენტმა ტყის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი 78 ხმით, ერთხმად დაუჭირა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up