ლუდ

ლუდ "ნატახტარს" ახალი გემო აქვს

access_time2021-06-04 16:00:46

ლუდი „ნატახტარი“ 2021 წლის ლუდის სეზონს განსაკუთრებული ცვლილებებით ხვდება. ბრენდი „ნატახტარი“ ინოვატორია, რომელიც ქართულ ლუდის ბაზარს  ყოველწლიურად  სიახლეებს სთავაზობს.

 

ბოლო წლების განმავლობაში ბრენდმა თავისი ქოლგის ქვეშ სამი ფუნქციონალურად განსხვავებული ქვებრენდი შესთავაზა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იყო ჩამოსხმული და სხვადასხვა რეცეპტითა და ინგრედიენტების საინტერესო სინთეზს წარმოადგენდა, რომელიც ლუდის სრულიად ახალი გემოების გასინჯვის საშუალებას აძლევდა ადამიანებს.

 

აღსანიშნავია „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებითა და აფორიზმებით დამშვენებული „ნატახტრის“ სპეციალური გამოშვება, ასევე შეზღუდული რაოდენობით. ამ ინიციატივის დახმარებით, ბრენდმა ადამიანებს საყვარელ ლუდთან ერთად, შოთა რუსთაველის აფორიზმები გაახსენა და არაერთხელ მოიპოვა აღიარება საერთაშორისო კონკურსებზე. სწორედ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ინოვაციებისა და ექსპერიმენტების ლოგიკური გაგრძელებაა ლუდი „ნატახტრის“ წარმოების ახალი ტექნოლოგიის - გახანგრძლივებული ფერმენტაციის დანერგვა, რომლის გამოყენებითაც მიღებულია „ნატახტრის“ ახალი ხავერდოვანი გემო, რომელიც განსაკუთრებული ალაოსა და არომატული სვიის საუკეთესო კომბინაციით მიიღება.

 


ახალი გემო ადამიანების მოთხოვნილებების გულისყურით მოსმენით დაიწყო და მრავალი თვის კვლევების, ინგრედიენტების შერჩევისა და და გემური თვისებების შეფასების მრავალი ეტაპისგან შედგებოდა. შედეგით „ეფეს საქართველოში“ ძალიან ამაყობენ და დარწმუნებულები არიან, რომ მათი შრომა ლუდის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.

 

„მსოფლიო სწრაფად იცვლება. ეს კარგად დავინახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში: შეიცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი, ჩვენი აღქმა და გემოვნებაც იცვლება. ბრენდებმა უნდა აუბან ფეხი ამ ცვლილებებს და თუკი მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროება დგება, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა განვვითარდეთ. სწორედ ასე მივუდექით ბრენდ „ნატახტარს“ - ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღონ ლუდის მოხმარებით და თუკი ამისათვის ცვლილებებია საჭირო, ეს ყოველთვის მისასალმებელია.

 

„ნატახტრის“ ამოსავალი წერტილი ყოველთვის ადამიანი იყო. ადამიანი, რომელსაც ლუდი „ნატახტარი“ თავისად მიაჩნია. სწორედ ამ ადამიანებისთვის არის ეს ცვლილება და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით განვითარებას და წინსვლას, რადგან ერთ ადგილას გაჩერება დღეს უკანსვლის ტოლფასია. ამიტომ, გირჩევთ გასინჯოთ ლუდი „ნატახტრის“ ახალი ხავერდოვანი გემო და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები,“- ამბობს „ნატახტრის“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up