TBC Bank Group-ის (TBCG) დამფუძნებელმა და აქციონერმა, მამუკა ხაზარაძემ ჯგუფში საკუთარი წილი 8.82%-დან, 9.9%-მდე გაზარდა.
4.86%-ს (2,679,231 აქცია) ხაზარაძე პირდაპირ ფლობს, 5.04%-ს კი ირიბად (2,781,000 აქცია). საერთო ჯამში კი მის საკუთრებაში ჯგუფის 5,460,231 აქციაა.
ჯგუფს 31 მაისის მდგომარეობით, 55,155,896 აქცია აქვს გამოშვებული.
როგორც იცით, 2020-ში ბანკის დამფუძნებლებმა ხაზარაძე/ჯაფარიძემ წილი შეიმცირეს. Q1/2020 -ისთვის, ჯგუფის დამფუძნებელი 8.62% (£ 37.5 მლნ) ფლობდა (2019- 10.25%, 2018 -13.52%). ბანკიდან დამფუძნებლების კეთილი ნებით ჩამოცილების საფუძველი 14 წლის წინანდელი 17 მლნ-ის გახმაურებული საქმე გახდა, ინვესტორების განწყობის შესანარჩუნებლად.
01.01.2020 -სთვის უმაღლესი მენეჯმენტი 11 071 486 აქცის ფლობდა (გადავადებულის ჩათვლით), ჯამური ღირებულებია £ 100 მლნ-ს აღემატებოდა.
ყველაზე მეტი აქცია მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა - 5 658 048, ამ პაკეტის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით £51.8 მლნ-ია. 30.3 მლნ აქციებს (3 308 616 აქცია) ბადრი ჯაფარიძე ფლობდა.
წყარო: gbc.ge