ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა - რა დაკარგა საქართველომ თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში?

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა - რა დაკარგა საქართველომ თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში?

access_time2022-05-17 17:32:07

დღევანდელ სამყაროში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმნათ ახალი პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევას. თუმცა, ხშირად უნდობლობა და ცრურწმენები აფერხებს პროგრესს და გვიბიძგებს, არა თუ უარი ვთქვათ ინოვაციებზე, არამედ, უარი ვთქვათ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობაზე.

 

ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს. მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების მაღალი დონე, ან როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უწოდებს - “თამბაქოს პანდემია” თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება.

 

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, სადაც თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 800 0000-ს უტოლდება, რაც მოსახლეობის დაახლოებით 28%-ს შეადგენს (2020 წლის მონაცემები).

 

“თამბაქოს პანდემიასთან” გამკლავებისთვის კი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს თამბაქოს კონტროლის სტრატეგია წარმოადგენს, რაც მკაცრი შეზღუდვების, მაღალი გადასახადებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის დაწესებას გულისხმობს. თუმცა, ამ ინიციატივების მიუხედავად, მწეველთა 50%-ზე მეტი არ ანებებს თავს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას.

 

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით კი რიგი ქვეყნები თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას ახორციელებენ. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მწეველებს, ზიანის შემცველი პროდუქტი შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტებით ჩაანაცვლონ.


 

“თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მომხრე ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში, მწეველები ტრადიციულ სიგარეტებს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებით ანაცვლებენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავამარტივებთ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე წვდომას. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ფუნდამენტურად შევცვალოთ ჯანდაცვის ისტორიის კურსი”, - აღნიშნავს ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ სვეანორი.

 

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის რეალიზაციის შედეგად, რაც თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავდა მიზნად, დიდ ბრიტანეთში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა 2021 წლისთვის 3.6 მილიონს გაუტოლდა, წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია Action on Smoking and Health (ASH).

 

უფრო მეტიც, ნორვეგიაში, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის  გამოჩენის შედეგად, სულ რაღაც 10 წელიწადში ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა განახევრდა. ნორვეგიის მსგავსად, ისლანდიაში თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების გამოჩენის შემდეგ, სიგარეტის გაყიდვების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა, იაპონიაში კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 42%-ით დაეცა.

 

დევიდ სვეანორი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა საკანონმდებლო ინიციატივებს ენიჭება. განვითარებული ქვეყნების მაგალითები ადასტურებს მომხმარებლის მხრიდან მზაობას, გადავიდეს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე და შეამცირონ საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

 

“დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევამციროთ თამბაქოს მოხმარების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, დავაჩქაროთ მწეველთა ტრანზიციის პროცესი და გადავარჩინოთ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე”, - აღნიშნავს დევიდ სვეანორი.

 

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ეფექტურობის მიუხედავად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები არ ითვალისწინებენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელს. შესაბამისად, უპირატესობას ანიჭებენ თამბაქოს ნაწარმზე მკაცრი შეზღუდვებისა და მაღალი გადასახადების დაწესებას. რაც არა მხოლოდ აფერხებს პროცესს, არამედ უზღუდავს შესაძლებლობას მწეველებს, გააკეთონ გონივრული არჩევანი და გადავიდნენ შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე.


(R)


თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up