„ხელისუფლება ეკონომიკის დირექტორია“ - 62 დეპუტატის შეუთავსებელი საქმიანობა და არადეკლარირებული კომპანიები

„ხელისუფლება ეკონომიკის დირექტორია“ - 62 დეპუტატის შეუთავსებელი საქმიანობა და არადეკლარირებული კომპანიები

access_time2021-12-20 10:00:52

ბიზნესმენები პოლიტიკაში და პოლიტიკოსები ბიზნესში დიდი ხანია საქართველოში არავის უკვირს, თუმცა ბიზნესინტერესების მქონე დეპუტატების სიმრავლით მეათე მოწვევის პარლამენტი მაინც გამორჩეულია.



საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობაა. თუმცა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას – პარლამენტის წევრს შეუძლია ფლობდეს აქციებს, წილსა და სხვა ქონებას. თუმცა მან საწარმოში თავისი წილი მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამართავად სხვა პირს უნდა გადასცეს. განსაზღვრულია პარლამენტის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული აკრძალვებიც.



პარლამენტის წევრთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებსა და კომპანიებში მათი კუთვნილი წილების შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2021 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობას მოიცავს.



კვლევის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს. 10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული დეკლარაციაში, ეს დეპუტატები არიან: დავით კაჭარავა, ნონა მამულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ცეზარ ჩოჩელი, ტარიელ ნაკაიძე, ნინო წილოსანი, დილარ ხაბულიანი, იაგო ხვიჩია, ზაალ დუგლაძე, ფრიდონ ინჯია. 13-მა დეპუტატმა კი არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა (დაკავშირებული/შვილობილი საწარმოები).



ყველაზე მდიდარი დეპუტატები



ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს (10 და მეტი კომპანიაში) შემდეგი დეპუტატები ფლობენ:




1. ბადრი ჯაფარიძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) - 32 კომპანია;
2. მამუკა ხაზარაძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) - 30 კომპანია;
3. ვასილ ჩიგოგიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) - 22 კომპანია;
4. ავთანდილ ენუქიძე (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) - 20 კომპანია;
5. ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) - 20 კომპანია;
6. კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) - 12 კომპანია.
7. დილარ ხაბულიანი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) - 10 კომპანია.



სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციებში მითითებულია 0 ლარი. შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან 62-დან მხოლოდ 22 დეპუტატი უთითებს.



„შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან აფიქსირებენ:



კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) - 11 268 533.54 ლარი;
ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) - 1 528 556 ლარი;
ანტონ ობოლაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“) - 1 418 917.5 ლარი;
ელგუჯა გოცირიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) - 1 263 590.42 ლარი“, - აღნიშნულია ანგარიშში.



ხელისუფლება ეკონომიკის დირექტორია



ექსპერტი გია ხუხაშვილი „კომერსანტთან“ დეპუტატების მიერ ბიზნესების ფლობის ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიზნესმენები პოლიტიკაში თავიანთი ბიზნეს ინტერესების დასაცავად და გასაფართოებლად მიდიან.



„ჩვენთან ფაქტობრივად დამკვიდრებულია ე.წ. ნომეკლატურული კაპიტალიზმის ფორმაცია, როდესაც ხელისუფლება ეკონომიკის დირექტორია. ხელისუფლებაში ხშირ შემთხვევაში ადამიანები მოდიან იმისათვის, რომ თავიანთი ბიზნესები „დაკრიშონ“ ან მოიპოვონ კეთილდღეობა, სხვა მოტივი არ არის. წარმოიდგინეთ წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც მოდის პოლიტიკაში და არ აქტიურობს, ანუ ჩვენ როგორი დეპუტატებიც გვყავს - ეს არის მდუმარე უმრავლესობა, რომლებიც პარლამენტში სხედან იმისათვის, რომ ხელისუფლების მითითებით პულტს თითი დააჭირონ, მეტი ფუნქცია მათ არ აქვთ. ამიტომ ისმის კითხვა, რა ინტერესი არის, როდესაც შემოსავალი ათეულ ათასობით აქვთ და 4000 ლარიან ხელფასზე მიდიან? - ძალიან მარტივი პასუხია, რომ მათ უნდათ მოახდინონ საკუთარი ბიზნესების დაცვა და გაფართოება. ეს არის ნომეკლატურული კაპიტალიზმი, როდესაც ხელისუფლებაა ეკონომიკის დირექტორი და გადასახადის გადამხდელი მთავარი მოქმედი პირი არ არის. ეს პოსტსაბჭოური მენტალიტეტი ვერ ამოვძირკვეთ, ამიტომ დღეს ვხედავთ ბიზნესმენებს, რომლებიც იმდენად აპოლიტიკურები არიან, რომ პარტიიდან პარტიაში გადადიან იმის მიხედით, თუ ვინ არის პოლიტიკაში, ანუ მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური ხედვები, არანაირი იდეოლოგიური მდგენელი, არამედ საკუთარი ბიზნესის დასაცავად აკეთებენ ამას. ასევე არიან დეპუტატები, რომლებიც პირიქით პოლიტიკიდან აკეთებენ ფულს. სისტემა არის მოწყობილი ისე, რომ პოლიტიკაში მიდიხარ იმისათვის რათა მოიპოვო კეთილდღეობა და შემდეგ რჩები პოლიტიკაში რომ შეინარჩუნო ეს კეთილდღეობა“, - განმარტავს ხუხაშვილი.



ნინო თამაზაშვილი


თეგები:
დეპუტატები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up