„ხელისუფლება ყველას აიძულებს სუსტ და არასტაბილურ ვალუტაში ანუ ლარში აიღოს სესხი“ - რატომ აქვს მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება

„ხელისუფლება ყველას აიძულებს სუსტ და არასტაბილურ ვალუტაში ანუ ლარში აიღოს სესხი“ - რატომ აქვს მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება

access_time2023-02-20 15:00:07

საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 349 ადამიანს აქვს, ჯამში 39 863 664 829 ლარის მოცულობის.


ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ხელისუფლება ყველას აიძულებს სუსტ და არასტაბილურ ვალუტაში, ანუ ლარში აიღოს სესხი და ამით მოსახლეობას უარეს მდგომარეობაში აგდებს. 


„პროცენტულად მკვეთრი ზრდა აღარ გვაქვს ანუ ბოლო პერიოდში ვადაგადაცილებები ერთსა და იმავე დიაპაზონში მერყეობს. თუმცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე მაღალი რომ რჩება, მიუთითებს, რომ რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე.


მთავარი პრობლემაა ის, რომ სესხები რაც უფრო ძვირდება, მით მეტია ვადაგადაცილება, რადგან მით უფრო მეტად ვეღარ იხდის მომხმარებელი. უკანასკნელ წლებში კი ვხედავთ, რომ მკვეთრად გაიზარდა პროცენტები. ძალიან ბევრი რეგულაცია დააწესეს დოლარსა და ევროში სესხის აღებაზე, არადა, პროცენტი დოლარსა და ევროში სესხზე გაცილებით ნაკლებია და ეს რომ მომხმარებლისთვის ისევე იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ლარში, გაცილებით ნაკლები პროცენტის გადახდა მოუწევდათ და ვადაგადაცილებაც ნაკლები იქნებოდა. ხელისუფლება ყველას აიძულებს სუსტ და არასტაბილურ ვალუტაში, ანუ ლარში აიღოს სესხი და ამით მოსახლეობას უარეს მდგომარეობაში აგდებს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა სესხში მეტს იხდის. გარდა ამისა, რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა. ამით მომხმარებელს პროცენტი გაეზარდა, მაგრამ სხვა მხრივ როცა ქვეყანაში პრობლემებია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უფრო სწორი მიდგომაა.



გარდა ამისა, ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემია და არ ასახავს ბევრ ისეთ ვადაგადაცილებასა და გადაუხდელ სესხს, რომლებმაც შავ ბაზარზე გადაინაცვლა - ბოლო წლებში დაწესებულმა ბევრმა შეზღუდვამ განაპირობა, რომ მოთხოვნა შავ ბაზარზე კმაყოფილდება, დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებლები გაცილებით რთული სურათს დაგვანახებს, რადგან იატაკქვეშეთში პროცენტებიც უფრო მაღალია და ვადაგადაცილებაზე თუ ამოღებაზე რა მექანიზმებიც არის, ყველამ ვიცით“, — აღნიშნა ხორგუაშვილმა.


„კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 016 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, იანვრის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 365 809 440 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 624 572 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი 130 457 ბანკის მსესხებელს უფიქსირდება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up